კანონით ევროპა ხაზს უსვამს ნდობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობისას, აგრეთვე უზრუნველყოფს ამ სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიის განვითარებასა და ევროპული ინოვაციების წახალისებას, – განაცხადა ბელგიის ციფრული გახსნილობის სახელმწიფო მდივანმა მათიე მიშელმა.

დოკუმენტი ხელმძღვანელობს რისკებზე დაფუძნებული მიდგომით ხელოვნური ინტელექტისადმი. იგი კრძალავს ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც რისკის დონის თვალსაზრისით მიუღებლად ითვლება.

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროდუქტებს არ შეიძლება გამოიყენონ “სოციალური რეიტინგის” სისტემებში, რომლებიც მოქალაქეებს ანჭობენ რანგს პირადი მონაცემების ანალიზის საფუძველზე. კანონი კრძალავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ადამიანების ემოციების ამოცნობისთვის სამუშაო ადგილებსა და სკოლებში. პოლიციას არ ეძლევა საშუალება გამოიყენოს ტექნოლოგია საფრთხეების წინასწარმეტყველებისა და მოდელირებისთვის.

რეგულაცია ადგენს წესებს ხელოვნური ინტელექტისთვის, რომელიც ეფუძნება ტექნოლოგიის გამოყენების რისკებს ავტონომიურ ტრანსპორტში, სამედიცინო მოწყობილობებში, ფინანსურ სერვისებსა და განათლებაში.

ამ წესებს სერიოზული შედეგები ექნება ნებისმიერი პირისა და კომპანიისთვის, რომლებიც ამუშავებენ, იყენებენ და გადაყიდიან ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებს ევროკავშირში, აღნიშნა იურიდიული ფირმა Cripps-ის პარტნიორმა მეთიუ ჰოლმანმა. მისი თქმით, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს კანონის განვითარებას ევროკავშირში.

ევროკომისიას მიენიჭება უფლებამოსილება, დააჯარიმოს კანონდამრღვევი კომპანიები 35 მილიონ ევრომდე ან მათი წლიური გლობალური შემოსავლის 7%-მდე თანხით.

OpenAI-ის ChatGPT-ის გამოსვლის შემდეგ 2022 წლის ნოემბერში, ევროპელმა ჩინოვნიკებმა აცნობიერეს, რომ არსებულ კანონმდებლობას აკლდა დაზუსტებები, რომლებიც საჭიროა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ახალი ტექნოლოგიების თავდაპირველი შესაძლებლობების კონტროლისა და საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებისთვის.

ევროკავშირის კანონი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს ზოგადი დანიშნულების ხელოვნურ ინტელექტის სისტემებზე, რომლებსაც კავშირი ასე მოიხსენიებს. დოკუმენტი მოითხოვს ევროკავშირის საავტორო უფლებების კანონის დაცვას, მოდელების სწავლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალე გახსნას. აგრეთვე, დებულება ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების რეგულარულ ტესტირებასა და დაცვის უზრუნველყოფას.

შეზღუდვები ამოქმედდება არა უადრეს 12 თვისა კანონის ამოქმედებიდან. OpenAI-ს, Google-სა და Microsoft-ს ექნებათ 36 თვე ChatGPT-ის, Gemini-სა და Copilot-ის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

  • ტეგები
  • AI
წინა სტატიაQualcomm Snapdragon X პროცესორები შეცვლიან თამაშის წესებს ყველანაირი კომპიუტერისთვის
შემდეგი სტატიაAMD Ryzen AI 300 პროცესორი Copilot+ ლეპტოპებისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი