Ookla არის ყველაზე პოპულარული გლობალური ინტერნეტის სიჩქარის მონიტორინგის სისტემა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს ინტერნეტთან წვდომის რეიტინგს ქვეყნების და ქალაქების მიხედვით.
მობილური ინტერნეტის სიჩქარე
როგორც კვლევის მონაცემები აჩვენებს საქართველომ მე-10 ადგილი დაიკავა მობილური ინტერნეტის სიჩქარის მაჩვენებლით მთელს მსოფლიოში რაც ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია.

როგორც მონაცემებიდან ჩანს საქართველო უსწრებს როგორც ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი, თუმცა ჩამორჩება დანიას და ისეთ აზიურ ქვეყნებს, როგორიცაა სამხ. კორეა, ყატარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები. აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში მე-6 ადგილზე გავიდა ბრაზილია. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან ლიდერებში აღმოჩნდა ბულგარეთი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს.
ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე
რამდენადაც გასაკვირია არ უნდა იყოს მობილური ინტერნეტის სიჩქარე ფიქსირებულზე მეტი არ უნდა იყოს გამომდინარე იქიდან, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სერვისის მომხმარებლები ქვეყნის მჭიდროდ დასახლებულ ზონებში უმრავლესობას წარმოადგენს.
მობილურ ინტერნეტთან შედარებით ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში სავალალო მდგომარეობაშია.

ამ რეიტინგის მიხედვით საქართველო 111 ადგილზეა საშუალოდ 41.98 მეგაბიტი წამში სიჩქარით და უსრწებს ისეთ ქვეუნებს, როგორიცაა ლაოსი, კონგო, რუანდა, ტაჯიკეთი და მადაგასკარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენზე უკეთესი ინტერნეტი აქვს გაბონს, ჰაიტის, კამბოჯას, ბელიზს, ბოლივიას და მეზობელი თურქეთი 10 პოზიციით გვასწრებს კიდევაც.
არსებული მონაცემები შესაძლოა არარეალურად მოგეჩვენოთ იმის ფონზე, რომ ოპტიკური ინტერნეტი ფართოდ არის გავრცელებული ქვეყანაში და ოპტიკის შესაძლებლობების გათვალისწინებით ტექნოლოგიურად შესაძლებელია არათუ მეგაბიტების არამედ ათეულობით გიგაბიტის მიწოდება საბოლოო მომხმარებლებზე.
ლიდერები
მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიო ლიდერია არაბეთის გაერთიანებული საამიროები საშუალო სიჩქარით: 545.94 მეგაბიტი წამში.
ფიქსირებული ინტერნეტის ლიდერი ამჯერად სინგაპურია 336.45 მეგაბიტი წამში სიჩქარით.
მონაცემების წყარო: Ookla Global Index