Viber-მა სამომხმარებლო ინტერფეისი განაახლა

Viber-ის დეველოპერებმა სამომხმარებლო ინტერფეისი განაახლეს და რამდენიმე ახალი ფუნქციაც დაამატეს, მათ შორისაა ჯგუფური ზარების განხორციელების შესაძლებლობა.

ინტერფეისის ცვლილებები:

  • ნავიგაციის მენიუმ ქვევით გადაინაცვლა.
  • ყველა ჩატი, საზოგადოება და ჩატ-ბოტები ერთ სიაშია თავმოყირლი. ადრე ხელმოწერილი საზოგადოებები ცალკე ღიალკზე იყო მიმაგრებული.
  • კონტაქტების სია, ისტორია და Viber Out ზარების მართვა ერთ ჩანართშია გაერთიანებული.

ახალი ფუნქციები:

  • ჩატი ფარულ ნომრებთან – მომხმარებელი შეძლებს იქონიოს მიმოწერა ისე, რომ არ გაამხილოს ტელეფონის მონერი. ამისათვის საჭიროა Viber-ში მომხმარებლის სახელის ცოდნა. ფუნქცია დამატებით დაცვას უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის ჯგუფურ ჩატებში სადაც უცნობი ადამიანები საუბრობენ.
  • ჯგუფური ზარები – შესაძლებელია ერთდროულად 5 მომხმარებლისგან შემდგარი საკონფერენციო ზარის განხორციელება. ფუნქცია მხოლოდ ხმოვანია, თუმცა კომპანია ვიდეოს დამატებასაც გვპირდება.

Viber-ის მე-10 ვერსია ამ დღეებში გახდება ხელმისაწვდომი ავტომატური განახლების სახით, ხოლო მათ ვისაც ახლავე უნდა სიახლის დაგემოვნება შეგიძლიათ გადმოიწეროთ APK ფაილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *