სამსუნგი საქართველოში სმარტფონებისთვის სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად არის ადაპტირებული საქართველოს ბაზრისთვის – მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისგან.
სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. სამსუნგის ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებებს და მხოლოდ მათ აქვთ წვდომა ორიგინალ ნაწილებზე. ასევე ისეთ სისტემურ პროგრამებზე, რომლის გარეშეც, საჭროების შემთხვევაში, ბევრი პროგრამული შეცდომის მოგვარება უბრალოდ შეუძლებელია. ავტორიზებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.
სამსუნგ ელექტრონიქსის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტაოექი, არაი–სმაილი, ელიტ ელექტრონიქსი, მატრომარტი, მაგთი და ასევე ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.
ოფიციალური სერვის-ცენტრები საქართველოში: „ტექნოსერვისი“, „ტექპოინტი“, და „ელიტ სერვისი“ თბილისში, ხოლო „სერვის ექსპრესი“ ბათუმსა და ქუთაისში.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!