ორი დღის განმავლობაში ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს.
ფინალურ ეტაპზე ფინალისტი სტარტაპები საკუთარ პროექტებს საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.
ჟიურის წევრები არიან ნატალია ფიფია, კარმან ჩენი, ტომას ჩელუჩი, სედრიკ ლატესა და გიორგი ბაჩიაშვილი.