როგორც უკვე ცნობილია Nokia სმარტფონების ბაზარზე დაბრუნებას აპირებს. სმარტფონების წარმადობის ტესტირების პოპულარულ აპლიკაციაში ახალი Nokia D1C გამოჩნდა.
ახალი გაჯეტის მონაცემები მანამდე GeekBench-ის ტესტებშიც აღმოაჩინეს, მაგრამ მაშნ მხოლოდ პროცესორის მოდელი და ოპერატიული მეხსიერება გახდა ცნობილი. მაშინ ნათელი გახდა ის, რომ Nokia D1C ვერ შეძლებდა ტოპ ფლაგმანებთან კონკირენციას, მაგრამ ამ შემთხვევაში გაყიდვებს შედარებით დაბალი ფასი განაპირობებს.
AnTuTu-ს ტესტის მიხედვით:
- ჩიპსეტი: Qualcomm Snapdragon 430, 8 ბირთვი, 64 ბიტი, 1,4 გჰც, გრაფიკა Adreno 505
- ოპერატიული მეხსიერება: 3 გბ
- შიდა მეხსიერება: 32 გბ
- ეკრანი: Full HD
- მთავარი კამერა:13 МП
- წინა კამერა: 8 МП
- სისტემა: Android 7.0 Nougat
რამდენად მართალია ეს ყველაფერი დადასტურდება წლის ბოლოს, როცა ჭორების თანახმად Nokia ახალი პროდუქტს წარმოადგენს.