კომპანია Icar განცხადებას ავრცელებს და ინტერენეტში გახმაურებულ ინფორმაციას პასუხობს. კომპანიის განცხადებით ეს ინფორმაცია სიცრუეა: “”მედიაში 22 მაისს გავრცელებული ინფორმაცია კომპანია AiCar-ის შესახებ არის მცდარი და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
კომპანია AiCar 2018 წლიდან საქმიანობს. კომპანიის სადამფუძნებლო სტრუქტურა და რეგისტრაციის მონაცემები არის ღია, გამჭვირვალე ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე. ამდენად, სრული სიცრუეა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს AiCar რუსული კომპანიაა. რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას: AiCar მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრომობილებით მომსახურებას, სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით.”