საქართველოში ელექტრონული ნარჩენების მართვის დასანერგად ახალი პროგრამა იწყება

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში ელექტრონული ნარჩენების მართვის დასანერგად ახალი პროგრამა იწყება. 

„UNDP-ის მონაცემებით, საქართველოში, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ბაზარი ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევა – 2016 წელს ბაზრის მოცულობამ  14.6 ათას ტონას მიაღწია, ხოლო 2027 წლისათვის, სავარაუდოდ, 52ათას ტონამდე გაიზრდება. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შედარებით, საქართველო 4-ჯერ ნაკლებ ნარჩენ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებს მოიხმარს – ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოში, 4.6 კგ ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა მოდის. ევროკავშირში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 18.7 კგ-ია. მიუხედავად ამისა, საქართველო უკვე დადგა ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვის თანამედროვე კონცეფციის დანერგვის აუცილებლობის წინაშე“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *