28 სექტემბერს ილიაუნის მე-8 სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება

28 სექტემბერს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მე-8 სამეცნიერო პიკნიკი გაიმართება.  წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემა – გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანია განათლებაზე ფოკუსირებული. პიკნიკის ფარგლებში  ვაკის მედიათეკაში მოეწყობა სამეცნიერო კაფე, სადაც ილიაუნის მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს.

პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, თანამედროვე მეცნიერების მიღწევების ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლებისთვის სახალისო და საინტერესო ფორმით წარმოჩენა.

მხარდამჭერები არიან  საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და განათლების კოალიცია. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *