კომპანია LG-ის ანონსმა ოთხი ახალი სმარტფონის გამოსვლის შესახებ გვაუწყა. LG Stylus 3 (LG Stylo 3 – ა.შ.შ-ში) საინტერესო მოდელია სტილუსით, ხოლო დანარჩენი სამი მოწყობილობა K-სერიის ბიუჯეტური ტელეფონებია.
მოდელი Stylus 2-ს ჩაანაცვლებს და მისი უმთავრესი თავისებურება კომპლექტში შემავალი სტილუსია, რომელიც სხვა და სხვა მოქმედებებს ასრულებს დიდ ეკრანზე. სტილუსის წვერის სისქე სულ რაღაც 1.8 მილიმეტრია.
Stylus 3-ის ტექნიკური მონაცემები:
- ეკრანი: 5,7 დიუმი In-cell Touch, 720×1280 წერტილი (258ppi)
- ჩიპსეტი: MediaTek MT6750, 8 ბირთვი, 1,5 გჰც.
- ოეპრატიული: 3 გბ.
- შიდა: 16 გბ.
- microSD: არის
- მთავარი კამერა: 13 მპ.
- წინა კამერა: 8 მპ.
- თითის ანაბეჭდების სკანერი: არის
- აკუმლატორი: 3200 მა/სთ, მოხსნადი
- კომუნიკაცია: LTE, Wi-Fi (802.11 b, g, n), Bluetooth 4.2, USB 2.0
- სისტემა: Android 7.0
- ზომები: 155.6 x 79.8 x 7.4 მმ.
- წონა: 149 გ.
ბიუჯეტურ სეგმენტში K სერიის მოდელებსაც შეეხო განახლება და მივიღეთ ახალი K10, K8 და K3 სმარტფონები. შესაძლოა როგორც Samsung-ის A და J სერიებშია, მწარმოებელი მოდელში გამოშვების წელსაც გამოიყენებს. ამბობენ, რომ კომპანია LG ახალი K სერიის სმარტფონებსა და Stylus 3-ს CES 2017-ზე წარმოადგენს.