ალბათ ყველამ ვიცით, რომ Xiaomi ცნობილია არა მხოლოდ სმარტფონების, არამედ მთელი რიგი საყოფაცხოვრებო და საოფისე ტექნიკის წარმოებით. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ბრენდმა წარმოადგინა არის ახალი მონიტორი Mi Display 1A, რომელსაც თითქმის არ აქვს ჩარჩოები, მოხერხებულად აქვს განთავსებული პორტები და რაც მთავარია ის ძალიან იაფია.
Mi A1 – 23,8 დიუმიანი IPS ეკრანია 1080p გარჩევადობით, 60 ჰერცი სიხშირით და 250 ნიტი სიკაშკაშით. ეკრანის ხედვის კუთხე 178 გრადუსია, ხოლო პიქსელის განახლების სიჩქარე 6 მილიწამია. მონიტორი კომპიუტერს ან სხვა გამოსახულების წყაროს HDMI პორტით უკავშირებთა და ის სადგამის ფუძეშია მოთავსებული.
სიახლე წინამორბედებისგან განსხვავდება ჩარჩოების მინიმალური სისქით, რის წყალობით შესაძლებელია ადვილად გააერთიანოთ სამამდე ეკრანი ერთ დიდად კომპიუტერთან მიერთების შემთხვევაში. მომხამრებლის თვალების დაცვლის მიზნით გათვალისწინებულია სიკაშკაში ინტელექტუალური რეგულირების სისტემა.
ჩინთეთში Mi Display A1-ის შეძენა უკვე შესაძლებელია 99 დოლარად.