ცნობილი გახდა Microsoft SurfaceDuo-ს მონაცემები

ორ-ეკრანიანი სმარტფონი, რომელიც Microsoft-მა ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა სრულიად საიდულმოდ ინახებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. გამოცემა Windows Central-მა მოიპოვა მისი მონაცემების შესახებ სრული ინფორმაცია.

SurfaceDuo მიიღებს ორ AMOLED ეკრანს 5.6 დიუმიანი დიაგონალით და გარჩევადობას 1800×1350. ორი ნახევარი იშლება დიდ პლანშეტად, რომელთა შორისაც არის მცირე ჩარჩო. სმარტფონი მხარს დაუჭერს საფირმო სტილუსს Surface Pen.

კორპუსის კომპაქტურობიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული დეტალების ჩაგდება, როგორიცაა ერთი კამერა 11 მეგაპიქსელით, რომელიც ერთდორულად მთავარი და ფრონალური თვალის როლს ასრულებს, აკუმლატორიც 3460 მა/სთ იქნება. უცნობია როგორ შეძლებს ორ-ეკრანიანი სმარტფონი ასეთი მცირე ენერგიის მარაგით მუშაობას.

SurfaceDuo იმუშავებს შარშანდელი Snapdragon 588-ის ბაზაზე და ექნება 6/256 მეხსიერება. ამავდროულად მას ექნება NFC და microSD ბარათების სლოტი.

Windows Central-ის ჟურნალისტი ხსნის თუ რატომ ვერ ყენდება სმარტფონში Snapdragon 865. ამის მიზეზად მაიკროსოფტის მიერ სმარტფონის ინჟინრული კონსტრუქციის შექმნის დაწყების დროა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი Qualcomm-ის უახლესი ჩიპსეტის ტექნიკური მახასიათებლები.

ჭორების თანახმად სმარტფონი უკვე ამ ზაფხულს გამოვა, მაგრამ არავის წარმოდგენაც კი არა აქვს მისი სავარაუდო ფასის შესახებ.

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *