2020 წლის 14 მაისს Facebook-მა ჯგუფური ვიდეოზარების სერვისი Messenger Rooms გაუშვა. მარკ ცუკერბერგმა საკუთარ გვერდზე ამის შესახებ დაპოსტა, სადაც ამბობს, რომ ეს სერვისი უკვე ხელმისაწვდომია ა.შ.შ-ში, მექსიკასა და კანადაში, ხოლო სხვა დანარჩენი ქვეყნები მომდევნო კვირიდან შეძლებენ სერვისით სარგებლობას. Messenger Rooms არის უფასო სერვისი და მისი საშუალებით შესაძლებელია 50-მდე მომხმარებლის ერთდროული ჩართვა დროის ლიმიტის გარეშე.

Messenger Rooms is now available to everyone in the US, Canada and Mexico, and will be available to everyone globally…

Posted by Mark Zuckerberg on ხუთშაბათი, 14 მაისი, 2020

Messenger Rooms-ის მომხმარებლები შეძლებენ ცალკეული ჯგუფების შექმნას ვიდეო ზარებისათვის Facebook-ის და Messenger-ის საშუალებით, ხოლო ძალიან მალე იქ Instagram Direct, Whatsapp და Portal დაემატება. Facebook-მა დააზუსტა, რომ კომპანია არ უსმენს და არ ადევნებს თვალყურს მომხმარებლების კომუნიკაციას ამ სერვისის საშუალებით.

ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ სერვისი არ არის Zoom-ის ალტერნატივა და პირველ რიგში გართობასა და ურთიერთობას ამარტივებს მომხმარებლებისთვის. Messenger Rooms-ში არ არის საჭირო შეხვედრის დროის მითითება და კონფერენციების გაშვება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

წინა სტატიაFacebook-მა GIPHY შეიძინა
შემდეგი სტატიაცნობილი გახდა Microsoft SurfaceDuo-ს მონაცემები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი