სიახლე Apple Watch-ის დიზაინს იმეორებს და წარმოდგენილია 46 მმ. და 41 მმ. ვერსიებში, 1.91” (402х476) და 1.6” (320х360) AMOLED ეკრანით შესაბამისად.
მოწყობილობა მუშაობს Qualcomm Snapdragon Wear 3100 ჩიპსეტზე და 1 გბ. ოპერატიული მეხსიერება აქვს, ხოლო ჩაშენებული მეხსიერება 8 გიგაბაიტია. არის Wi-Fi, Bluetooth 4.2, GPS, NFS და გულისცემის მოდულები.
46 მმ. ვერსიას აქვს 430 მა/სთ აკუმლატორი. 21 დღიანი ავტონომიურობა მიიღწევა მხოლოდ ენერგის დაზოგვის რეჟიმში. ჩვეულებრივ “Smart Mode”-ში მოწყობილობა 36 საათი გაძლებს. 41 მმ. ვერსიაში 300 მა/სთ აკუმლატორია, რომელიც დაზოგვის რეჟიმში 14 დღეს, ხოლო სრული ფუნქციონალით 24 საათი გაძლებს. არის სწრაფი დამუხვა, რომელიც 15 წუთში 46%-მდე შეავსებს აკუმლატორს. სრულად დამუხტვისთვის 75 წუთია საჭირო.
მთავარი განსხვავება ჩინურსა და გლობალურ ვერსიებს შორის საოპრერაციო სისტემაა. ჩინური ვერსია ColorOS-ით იმართება, ხოლო გლობალურში Google-ის WearOS გამოიყენება, რაც Google-ის სერვისებზე წვდომას გულისხმობს, როგორიცაა Google Assistant და Google Play.
აღსანიშნავია წყლისგან დაცვა 5 და 3 ატმოსფერომდე წნევის პირობებში ზომების მიხედვით. 41 მმ. მოდელი სამ ფერშია წარმოდგენილი: შავი, ვარდისფერი-ოქრო და მოვერცხლისფრო. 46 მმ. ვერსია მხოლოდ შავი და ოქროსფერია.
Oppo Watch-ის გლობალური ვერსიის ღირებულება 200/267 $ იქნება და გაყიდვაში (ინდოეთში) 10 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი.