ა.შ.შ-ს კავშირგაბმულობის კომისიამ (FCC) ნება დართო Amazon-ს პროექტი Kuiper-ის ფარგლებში ორბიტაზე 3236 სატელიტი გაუშვას გლობალური სატელიტური მაღალსიჩაარიანი ინტერნეტ სერვისისთვის. ამგვარად Amazon შეძლებს SpaceX-თან კონკურენციას, რომელმაც უკვე დაიწყო Starlink-ის გაშვება.
“ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ Kuiper-ის განაცხადის დაკმაყოფილება მოემსახურება ინტერნეტის განვითარებას, გაშვებული სისტემა დაემარება მომხმარებლებს, ბიზნესებს, სახელმწიფოებს და საწარმოოებს მიიღონ მაღალსიჩქარიანი სერვისი” – აღნიშნა FCC-ს მდივანმა მარლენ დორტჩმა.
განაცხადის თანახმად კომპანია გაუშვებს სატელიტების თანავარსკვლავედს დედამიწის მახლობელ ორბიტაზე. პროცეის ხუთ ეტაპად განხორციელდება. ინტერნეტთან წვდომას 578 სატელიტის ორბიტაზე გაყვანის შემდეგ გვპირდებიან.
სისტემა გამოიყენებს Ka დიაპაზონის სიხშირეებს, რომელიც განკუთვნილია “ფიქსირებული ფართოზოლოვანი კავშირისთვის სოფლად და ძნელად მისაწვდომი ადგილებისთვის” ასევე “მაღალი წარმადობის სერვისები მობილური ფართოზოლოვანი კავშირისთვის, რომელიც განკუთვნილია საფრენი აპარატებისთვის, გემებისთვის და სახმელეთო ტრანსპორტისთვის”
Amazon-მა აღნიშნა, რომ პრეოქტში $10 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს.