სმარტფონის აკუმლატორების აფეთქება არ არის იშვიათი მოვლენა. განსხვავებული ფაქტორების გამო, რომელთა შორის არის კომპაქტური ზომები, ლითიუმ-იონის აკუმლატორებში მოკლე ჩართვას ან გადახურებას აქვს ადგილი, რის შედეგადაც მასში მოთავსებული სითხე ორთქლდება და ცეცხლი ეკიდება. იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყვიტონ სტენფორდის უნივერსიტეტში მინი ცეცხლმაქრი შექმნეს.
ცეცხლის თავიდან არიდების ერთ-ერთი მეთოდი არის ანტიპირენის დამატება აკუმლატორის სითხეში, რომელიც ელექტროლიტის როლს ასრულებს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში მხირდება ბატარეის მუშაობის ეფექტურობა. სტენფორდის სწავლულებმა გადაწყვიტეს ანტიპირენი სპეციალურ კაფსულაში მოეთავსებინათ, რომელიც აალების შემთხვევაში დადნება და გამოთავისუფლებული რეაქტივი ჩააქრობს ცეცხლს.
ტესტებისას კაფსულა ძალიან სწრაფად დნებოდა აალებულ ელექტროლიტში და მომენტალურად აქრობდა ცეცხლს. მთელი პროცესი წამის ნახევარზე ნაკლებ დროში მიმდინარეობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კომერციულ აკუმლატორებში ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები საერთოდ არ მცირდება. მიუხედავად ამისა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გადამუხტვის 360 ციკლის შემდეგ ანტიპირენის კაფსულა მაინც ატარებს სითხეს და აკუმლატორის წარმადობაზე უარყოფითად მოქმედებს. ახლა უკვე მკვლევარები ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავენ.
ერთ-ერთი სფერო სადაც აღნიშნული ტექნოლოგია იქნება გამოყენებული ელექტრო ავტომობილებია, რადგანაც მათში დიდი აკუმლატორები გამოიყენება და მათი გადახურება შესაძლოა ფატალური შედეგებითაც კი დასრულდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ავტომობილებში გამოყენებისთვის ასეთი კაფსულები 10 დან 20 წლამდე ვადით შეძლებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას.