გასულ წელს ყველაზე პოპულარულ სამაგიდო საოპერაციო სისტემას Windwos 7 რვა წელი შეუსრულდა. მისთვის ეს ოფციციალური მხარდაჭერის დასასრულს ნიშნავს. როგორც ცნობილი გახდა მისი საბოლოო მხარდაჭერა 2020 წლის იანვარში შეწყდება. რა თქმა უნდა მაჟორული მხარდაჭერა რამდენიმე წლის წინ დასრულდა და ახლა მხოლოდ უსაფრთხოების და სხვა კრიტიკული განახლებების სტადიაში იმყოფება, ხოლო 4 წლის შემდეგ საერთოდ შეწყდება ყოველგვარი განახლებები.
კომპანია მაიკროსოფტი აქტიურად მოუწოდებს მომხმარებლებს გადავიდნენ ახალ საოპერაციო სისტემაზე, რომელიც დღეისათვის მხოლოდ 25%-ს იკავებს სამომხმარებლო ბაზარზე. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Windows 7 უკვე არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და მოთხოვებს, ხოლოდ მოძველებული და საოპერაციო სისტემის მოხმარება გაუთვალისწინებელ და გაზრდილ მომსახურების ხარჯებს იწვევს მხოლოდ.
“Windows 7 დროთა განმავლობაშ ძველდება. ეს სისტემა უკვე ვერ შეძლებს უპასუხოს თანამედროვე ტექნოლოგიების მოთხოვნებს, ასევე არ შეესაბამება აიტი უსაფრთხოების სისტემების მოთხოვნებს” – განაცხადა მარკუს ნიჩკემ, რომელიც Windows-ის გერმანული ქვედანაყოფის ხელმძღვანელია – “ისევე, როგორც Windows XP, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ წინასწარ გაითვალისწინოთ ახალ სისტემაზე გადასვლა, რომ გამორიცხოთ მოულოდნელი რეისკები და ფინანსური დანაკარგები”
Windows 10-ის უპირატესობებს შორის კომპანია ასევე მოიხსენიებს Intel, AMD და Qualcomm-ის უახლესი ჩიპების მხარდაჭერას.