Telegram-ის დამფუძნებელი გვატყობინებს, რომ Apple-მა მესინჯერს სამი არხის დაბლოკვა მოთხოვა, რომლების საშუალებითან ბელორუსის მაცხოვრებლები ავლენენ პროტესტის ჩახშობაში მონაწილე სამართალდამცავების და ჩინოსნების ვინაობას.

https://t.me/durov/135

დუროვი ამბობს, რომ საუბარია არხებზე @karatelibelarusi (73 ათასი ხლემომწერი), @chatpartizan (ჩატი, დაახლ. 1000 ხელმომწერი) და @belarusassholes (თითქმის 20 ათასი ხელმომწერი).

Apple-ის მოთხოვნაში საუბარია შეშფოთება იმის გამოს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების პირადი ინფორმაციის პუბლიკაციამ შესაძლოა ძალადობის პროვოცირება მოახდინოს.

დუროვი აღნიშნავს, რომ თვითონ არ აპირებს არანაირი ზომების მიღებას არხებთან მიმართებაში, “თუმცა ჩვეულებრივ Apple არ უტოვებს არჩევანს ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა Telegram”. “მე ვფიქრობ, რომ ეს არხები ბოლოს მაინც დაიბლოკება iOS-ზე, მაგრამ ხელმისაწვდომი დარჩება სხვა პლატფორმებისთვის”.

წინა სტატიაMicrosoft Surface Laptop Go
შემდეგი სტატიაMicrosoft არ აიძულებს აპლიკაციის დეველოპერებს მისი გადახდების სისტემა გამოიყენონ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი