კიდევ ერთი პრეზენტაცია გამართა Apple-მა სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ანონსი გაკეთდა. ამჯერად მოლოდინები გამართლდა და კომპანიამ მართლაც შთამბეჭდავი სიახლე შემოგვთავაზა.
ჩვენ არა ერთი, არამედ სამი ახალი მაკი წარმოგვიდგინეს, რომელიც საკუთარი წარმოების პროცესორებზე მუშაობს. Apple-ის განცხადებით ახალი მაკები 2, 3, 5-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე წინამორბედები. ეს ძალიან დიდი ციფრებია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებული მაკები მოძველდა და სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ ახალზე.
მოდით ვნახოთ თუ რამდენად რეალურია ეს ციფრები და გავარკვიოთ თუ სად არის მარკეტინგი და სად საღი აზრი.
დასაწყისისთვის უფრო დეტალურად განვიხილოთ M1 ჩიპი, რომელსაც სამი ძალიან უჩვეულო კომპონენტი აქვს.
სისტემა ერთ კრისტალზე
პირველი. ეს არის სამაგიდო ჩიპი, რომელიც მობილური პროცესორების პრინციპებითაა შექმნილი.
M1 – ეს არის სისტემა კრისტალზე (SoC). ჩვეულებრივ სამაგიდო კომპიუტერში ყველაფერი მის დედაპლატაზეა განთავსებული ცალკეული მოდულების სახით, როცა M1-ში ეს ყველაფერი სილიკონის ერთ პატარა ფილაზეა მოთავსებული.
М1-ის ერთ კრისტალზე მოთავსებულია სხვა და სხვა კომპონენტების დიდი რაოდენობა:различных компонентов:
- ცენტრალური პროცესორი
- გრაფიკული პროცესორი
- ნეიროპროცესორი
- შეტანა/გამოტანის სისტემა
- Thunderbolt კონტროლერი
- უსაფრთხოების სისტემა
- სიგნალური პროცესორები ფოტო/ვიდეო დამუშავებისთვის
- და სხვა საჭირო კომპონენტები
ასეთი მიდგომით მოხერხდა ენერგიისა და ადგილის ეკონომია, რადგანაც ფიზიკიდან გამომდინარე ერთი ჩიპი ნაკლებ ენერგიას მოითხოვს ვიდრე ბევრი ერთმანეთისგან დაშორებული კომპონენტი.
M1 შექმნილია 5 ნანომეტრიანი ტექპროცესთი და 16 მილიარდი ტრანსზისტორისგან შედგება! ეს მას ყველაზე კომპაქტურ და ენერგოეფექტურ სისტემად აქცევს. შეგახსენებთ, რომ Intel ჯერ-ჯერობით 10 და 14 ნანომეტრიან პროცესზეა, ხოლო AMD-ს მიღწევები 7 ნანომეტრზეა ამ მომენტისთვის.
სუპერ ინტეგრირებული კომპონენტები
კიდევ ერთი უცნაურობაა ინტეგრირებულობა. რა იგულისხმება ამაში? Apple ისედაც გამოირჩევა იმით, რომ სისტემაში თითქმის ყველა კომპონენტი ჩაშენებული იყოს და მისი განახლება გამოცვლა როგორც წესი არ არის შემდგომში შესაძლებელი. ამ მიმართულებით მათ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს და ამჯერად პროცესორში ოპერატიული მეხსიერებაც ჩააშენეს.
შედეგად მივიღეთ გაზრდილი წარმადობა, რადგანაც პროცესორშივე ჩაშენებულ მეხსიერებასთან კომუნიკაცია გაცილებით სწრაფია და ენერგომოხმარებაც ნაკლები. სისტემა არ საჭიროებს ზედმეტ ჯერზე ინფრომაციის კოპირებას მეხსიერების სხვა და სხვა მისამართებზე და სისტემის სიჩქარეს საგრძნობლად აჩქარებს.
უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ მეხსიერების განახლებაზე საუბარი ზედმეტია და მაქსიმალური კომპლექტაციის მიღმა (16 გბ) ოპერატიული მეხსიერების ქონა შეუძლებელია.
სისტემის სრული ინტეგრულობის ხარჯზე Apple-მა შეძლო მაქსიმალურად გაზარდოს M1 პროცესორის წარმადობა და ოპტიმიზაცია საოპერაციო სისტემასთან, რაც თანამედროვე გამოთვლით მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
მაგალითისთვის, ნეირონული გამოთვლები არა მხოლოდ ნეირონულ პროცესორს არამედ გრაფიკულ პროცესორსაც მოითხოვს.
ნეირონული მოდული 16 ბირთვისგან შედგება და ის პირველი რეალურად მძლავრი ნეირონული პროცესორია სამაგიდო და პორტატული კომპიუტერებისთვის.
ახალი კონტროლერის წყალობით ისედაც სწრაფი SSD დისკების სიჩქარე კიდევ უფრო გაიზარდა, რადგანაც სისტემა PCI-Express 4-ზე გადავიდა.
მასშტაბირებადობა
მესამე მთავარი მომენტი სისტემაში მისი მასშტაბირებადობაა.
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მძლავრ ნოუთბუექბში და ულტრაბუქებში სხვა და სხვა პროცეოსრები გამოიყენება მათი დანიშნულების შესაბამისად. ამ შემთხვევაში Apple-მა განსხვავებული მიდგომა შემოგვთავაზა. სამივე ახალი კომპიუტერი მათ ერთი და იგივე M1 პროცესორით აღჭურვეს ერთი მცირე ნიუანსის გათვალისწინებით.
ამ სურათზე დააკვირდით გრაფიკული პროცესორის ბირთვების რაოდენობას. Apple-ის საიტზე Macbook Air-ში არის 7 ბირთვიანი სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად მძლავრ სისტემებში ისინი ცდილობენ წუნდებული ჩიპები დააყენონ, რომლებიც სრულად ფუქნციონირებს გარდა გარკვეული ბირთვებისა, რომლებმაც ტესტირება ვერ გაიარა. ეს რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო, მაგრამ გარემოს დაცვის თვალსაზრისით გამართლებულია.
საერთო ჯამში ეს წვრილმანებია და მთავარია, რომ M1 პროცესორი შედგა და ის ნამდვილად უნივერსალურია. ის შეიძლება იყოს სუპერ ენერგოეფექტური და ამავდროულად ძალიან სწრაფი.
საინტერესოა როგორ ახერხებს ის ამას? არის რამდენიმე მომენტი:
პირველ რიგში სისტემა იყენებს მობილური მოწყობილობებისთვის კარგად გამოცდილი არქიტექტურა big.LITTLE.
ცენტრალური პროცესორი M1-ში რვა ბირთვიანია. მათ შორის ოთიხ მაღალწარამდია და ირთვება მოხლოდ მაღალი დატვირთვისას. ეს ბირთვები სისტემის სისწრაფეზეა პასუხისმგებელი. სხვა დროს სისტემა ოთხ ენერგოეფექტურ ბირთვეზ მუშაობს და ამით რესურსები სერიოზულად იზოგება.
20 საათი ავტონომიურობა უკვე რეალობაა და ეს Apple-ის ნოუთბუქებს უპრობლემოდ შეუძლია.
მაშინ, როცა Intel ენერგოეფექტურობის მისაღწევად პროცესორის მოდიფიკაციას ახდენს და ბირთვების რაოდენობას ამცირებს, Apple უბრალოდ გადაირთვება მცირე ბირთვებზე ან სულაც შეამცირებს მაღალი წარმადობის ბირთვების სიხშირეს. შედეგად ვიღებთ მსუბუქ, ცივ ულტრაბუქს პასიური გაგრილებით.
მაღალი წარმადობის მისაღებად კომპანიას მხოლოდ სიხშირის მაქსიმუმამდე გაზრდა უწევს და აქტიური გაგრილების დამატება, რის შედეგადაც ვიღებთ MacBook Pro-ს იგივე ჩიპზე.
ახალი მაკების სიჩქარე
ეს უფრო საინტერესიოა, მარამ მართალაც რამდენად სწრაფია ახალი მაკები M1 პროცესორზე?
ციფრები პრეზენტაციიდან:
- ახალი Macbook Air в 3,5-ჯერ სწრაფი პროცესორი, 5-ჯერ სწრაფი გრაფიკა.
- ახალი Mac mini, 3-ჯერ სწრაფი პროცსორი, 6-ჯერ სწრაფი გრაფიკა.
- ახალი Macbook Pro, 2,8-ჯერ სწრაფი პროცესორი,5-ჯერ სწრაფი გრაფიკა.
- და ყველა მოდლეი 98%-ით ჩქარია Windows-ზე არსებული იგივე კატეგორიის პროდუქტებისგან…
ზემოთ ჩამოთვლილი ძალიან ხმამაღალი განცხადებებია, ამიტომაც კარგი იქნება თუ კარგად შევისწავლით საიტზე მოცემულ ინფორმაციას და გავაანალიზებთ, რამდენად რეალურია მოწოდებული ინფორმაცია.
ჯერ-ჯერობით ჩატარებული ტესტების შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:
გაითვალისწინეთ, რომ Air-ში პასიური გაგრილების სისტემაა ქულერის გარეშე. თეორიულად შესაძლოა პრობლემები გაჩნდეს გადახურების გამო და სიხშირის დავარდნის შემთხვევაშიც მუდმივ დატვირთვაზე, მაგრამ ეს პირველი განხილვების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.
ასევე არის MacBook Pro 13 M1-ზე აქტიური გაგრილებით, მასაც იგივე წარმადობა აქვს, მაგრამ მას უფრო მეტი ხანი შეუძლია პიკური სიმძლავრის შენარჩუნება ტაქტური სიხშირის შემცირები გარეშე.
გამოდის, რომ Apple-მა შეძლო შეექმნა ნოუთბუქები, რომლებიც უფრო მძლავრია Intel-ის უფრო ძვირადღირებულ მოდელებზე და ამავდროულად უფრო ცივი და ავტონომიურია.
ღირს თუ არა ახალი მოდელის ყიდვა ეს მაინც თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ კი რა თქმა უნდა უდაოდ გირჩევთ სიახლეს.