ალბათ გაგიგონიათ ფრაზა “არ არის ველოსიპედის გამოგონება საჭირო”, რომელიც სამართლიანია ჩვეულებრივი ბორბლის მიმართ და ძნელი წარმოსადგენია მისი გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა ირლანდიელმა გამომგონებელმა საიმონ ჩანმა ეს მაინც მოახერხა და ველოსიპედის ახალი ბორბალი გამოიგონა, რომელიც 30%-ით უფრო ეფექტურია ანალოგებთან შედარებით.
Super Wheel დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ბორბლისგან. ის წრიულია და ადამიანის ძალას მოყავს მოძრაობაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მის ზაბარებიან მექანიზმშია, რომელსაც “წონის ენერგიაში გარდაქმნის მექანიზმი” ქვია. ტესტირებისას დამტკიცდა, რომ ახალი ტექნოლოგია 30%-ით ზრდის ეფექტურობას ჩვულებრივ ბორბალთან შედარებით.
ოფიციალური აღწერის თანახმად WTECT სისტემა ერთგვარი მექანიზმია, რომელიც რექტიულ ძალას იყენებს დამატებითი ბრინვის მომენტის შესაქმნელა, რითაც აადვილებს ბორბლის მოძრაობას. მას ორი მექნიზმი აქვს: გარე ზამბარების და შიდა.
“ქმედების და უკუქმედების ძალა, რომელსაც წონა განაპირობებს ზამბარებს კუმშავს ბორბლის ზედა ნაწილში და შლის ქვევით. სიმძიმის ცენტრის ბრუნვის ღერძად გამოყენების შედეგად ენერგია გარდაიქმნება და მცირდება ხახუნის ძალა მოპირდაპირე მხარეს, რაც ბრუნვას აადვილებს. დამტკიცებულია, რომ 10 კილოგრამ აქტიურ წონაზე მექანიზმი ქმნის 7.3 დან 7.8 ნიუტონმეტრ ბრუნვის მომენტს” – მითითებულია Super Wheel-ის კოკუმენტაციაში.
თავის გამოგონებას ინჟინერი ელექტრო ველოსიპედის იაფ ალტერნატივას უწოდებს. ტექნოლოგია ეკოლოგიურია და ყველასთვის მარტივი გამოსაყენებელია. საიმონმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ფრანგულ კომპანიასთან, რომელიც ბორბლების პირველ პარტიას გამოუშვებს. Super Wheel ნებისმიერ ველოსიპედთანაა თავსებადი, რომლის ბორბლის ზომაც 20 დიუმიდან იწყება. ოფიციალურ საიტზე მითითებული ფასი 395 ევროა, თუმცა მარაგი უკვე ამოწურულია.