პატარა მაშველი რობოტები DARPA-სგან

მსოფლიოს უდიდეს სააგენტოებს მინიატურული რობოტიკა სულ უფრო მეტად აინტერესებთ.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტომ (DARPA) ახლახან დაიწყო მინიატურული რობოტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ბუნებრივი კატასტროფების შედეგების აღმოფხვრას და სხვა.
პროექტს ეწოდა SHRIMP – მოკლე დიაპაზონის დამოუკიდებელი მიკრორობოტული პლატფორმები. მის ფარგლებში შემუშავებული რობოტები მექანიზმების უმცირეს ტიპს მიეკუთვნება. მათი ზომა მწერების ზომისგან დიდად არ განსხვავდება. ისინი საკმაოდ სწრაფები არიან, შეძლებენ მანევრირებას, ხტუნვას, ფრენას, საგნების აღებას და რელიეფის გაანალიზებას.
SHRIMP პროგრამა 3 ცალკეულ ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ორი პასუხისმგებელია რობოტის კომპონენტებისა და ბატარეების შექმნაზე, ხოლო მესამე – რობოტების წარმოებაზე. თითო გუნდი თითოეულ სფეროზეა პასუხისმგებელი. პროგრამის ხანგრძლივობა 3 წელია. ეს დრო თითო წელიწადის შესაბამისად 3 ეტაპად დაიყო. ფინალურ ეტაპზე სამივე გუნდი ერთ დიდ გუნდში გაერთიანდება, რომელიც საბოლოო პროდუქტის შექმნაში უშუალოდ იქნება ჩართული.
ამასთან, როგორც ცნობილია, რობოტების შექმნის პროცესში გუნდები შესაბამის სფეროებში ერთმანეთს საუკეთესო შედეგების მისაღწევად შეეჯიბრება.

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *