Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა კომპანია Twitter 44 მილიარდ დოლარად შეიძინა.
პირველივე სამუშაო დღეს, მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადი თანამდებობიდან გადააყენა.
აღანიშნავია, რომ კომპანიის შეძენამდე, მასკმა წინასწარ დააანონსა გარკვეული ცვლილებები. მან განაცხადა რომ თანამშრომელთა 75%-ის გათავისუფლებას გეგმავდა. მისივე განმარტებით, Twitter-ის 7500 თანამშრომლიდან სამსახურში მხოლოდ 2000-მდე ადამიანის დატოვებდა.
მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის შეფასებით, სოციალურ ქსელს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი აქვს, რომლის რეალიზებასაც თავად აპირებს.
მილიარდერი საკუთარ Twitter-ის გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს.
Entering Twitter HQ – let that sink in! pic.twitter.com/D68z4K2wq7
— Elon Musk (@elonmusk) October 26, 2022
გაზაფხულზე მასკმა 2,89 მილიარდ დოლარად „თვითერის“ აქციების 9,2 პროცენტი შეიძინა და კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდა. რის შემდეგაც კომპანიის სრულად შეძენაზე დაიწყო მოლაპარაკებები.
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ის კომპანიებს Tesla-ს და Space X-ის მფლობელია. ამერიკული ჟურნალი „ფორბსი“ მის ქონებას 268 მილიარდ დოლარად აფასებს.