საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და DeGameFi-ს ორგანიზებით, თბილისში პირველი საერთაშორისო Web3 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება 22-23 ოქტომბერს სასტუმრო “შერატონში” ჩატარდა.
კონფერენციის მიზანი ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისთის Web2იდან Web3ში ტრანსფორმაციის უპირატესობები და საჭიროების გაცნობა იყო. ორი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სპიკერთა გამოსვლები მოესმინათ. მოეწყო NFT გალერეა, სადაც სივრცე ადგილობრივ და უცხოელ NFT არტისტებსა და პროექტებს დაეთმო. ასევე ჩატარდა სტარტაპ კონკურსი – მონაწილეებმა მსოფლიო დონის ექსპერტებთან საკუთარი პროექტების წარდგენა შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ რეალური სივრცის გარდა, Web3 კონფერენცია მეტავერსშიც ჩატარდა.
დამატებითი ინფორმაციისთის, “ნავიგატორი” კომპანია DeGameFi-ს დაუკავშირდა.
“ჩვენი ყოველი ღონისძიება საქართველოში ბლოქჩეინის დეველოპმენტის ხელშეწყობის და Web3-ის სისტემების განვითარების მიზნით ხორციელდება, რათა საზოგადოებაში ცნობადობა გაიზარდოს. ჯერჯერობით ბლოქჩეინზე მხოლოდ ზედაპირული ცოდნა არსებობს. გვინდა, რომ ჩვენი მეშვეობით ვებ2 პროექტებს ვებ3-ში ტრანსფერში დავეხმაროთ.
კონფერენციაზე ორი დღის განამვლობაში დაახლოებით 40 სპიკერი გვყავდა. 6 სხვადასხვა ზონა მოეწყო, აქედან ძირითადი ორი ზონა იყო: მთავარი საკონფერენციო და ტექ. ოთახი, სადაც ლექციები და ვორქშოპები მიმდინარეობდა. ყველა სივრცეში მთავარი თემატიკა Web3-ი იყო.
ეს სფერო რომ პერსპექტიულია, ამაზე მსოფლიო თანხმდება. კრიპტოსთან მიმართებაში საქართველოში კარგი პოლიტიკა გვაქვს. თუმცა რადგან რეგიონში ბლოკჩეინ სისტემის შესახებ ფუნდამენტური ცოდნის ნაკლებობაა, გვინდა რომ ქართული საზოგადოება მსოფლიო ტენდენციებს დავაწიოთ. კომპანია DeGameFi ზუსტად ამ მიზნით შევექმენით.
ჩვენ აქამდეც გვქონდა ყოველთვიური ღონისძიებები. სამომავლოდ მსგავს შეხვედრებს ისევ ვგეგმავთ და შემდეგ სეზონზე დიდი კონფერენციისთვისაც ვემზადებით. “
ქართული კომპანია DeGameFi 2022 წლის მარტიდან ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მიზანი, რეგიონში დეცენტრალიზებული სისტემის პოპულარიზაცია და web3 პროექტების მხარდაჭერაა.