ანალიტიკოსმა მინგ-ჩი კუომ განაცხადა, რომ Apple-მა შესაძლოა MacBook-ების წარმოება დაიწყო ტაილანდში, რათა გაამრავალფეროვნოს მიწოდების ჯაჭვი.
მან ასევე დაამატა, რომ Apple გეგმავს გაზარდოს მოწყობილობების მიწოდება აშშ-ში არაჩინური ქარხნებიდან მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში.
ამჟამად ყველა MacBook Air და MacBook Pro აწყობილია ჩინეთში. Quanta Computer, რომელიც აწარმოებს MacBook-ებს ჩინეთში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფართოვდება ტაილანდში.
წარმოების დივერსიფიკაცია ეხმარება Apple-ს თავიდან აიცილოს მრავალი რისკი, მათ შორის აშშ-ის ტარიფები ჩინურ იმპორტზე.