პორტუგალიის დედაქალ ლისაბონში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ვებ-სამიტი Web Summit 2022 მიმდინარეობს. ღონისძიება 1 ნოემბერს დაიწყო და 4 ნოემბრამდე გაგრძელდება. სამიტი სხვადასხვა ღონისძიებას ერთ სივრცეში აერთიანებს და თითქმის უწყვეტ რეჟიმში ტარდება. პარალელურად რიგ საკითხებთან დაკავშირებით ფორუმის ფარგლებში დისკუსიები იმართება. ღონისძიებაზე მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიები იყრიან თავს.
წლევანდელ სამიტს 160 ქვეყნიდან 71 ათასზე მეტი ადამიანი ესწრება. Web Summit 2022-ზე 1050 სპიკერი და 2 296 სტარტაპია წარმოდგენილი. მათ შორის არიან, ქართული სტარტაპებიც.

აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანია Theneo Web Summit-ის ნახევარ ფინალშია გადასული.


ვებ სამიტს საერთაშორისო მედია გამოცემებისა და მაუწყებლობის ჟუნრალისტები ესწრებიან: CNN, Wired, New York Times, Bloomberg, Vox, Business Insider, Reuters, Politico, Associated Press, Atlantic, Wall Street Journal, CNBC, BBC, Financial Times. , Axios და Intercept, და სხვა.
ვებსამიტი საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT ფორუმია.
სამიტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ მათ ოფიციალურ ვებ-გვერდს ესტუმროთ: https://websummit.com/

წინა სტატიააშშ-ის ხელისუფლება განიხილავს Huawei-სა და ZTE-ის აღჭურვილობის აკრძალვას ფიჭური კომუნიკაციებისთვის
შემდეგი სტატიაMoto Watch 200 ახალი ჭკვიანი საათის სურათი ინტერნეტში გავრცელდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი