Oculus-ის დამფუძნებელმა და Meta Quest-ის შემქმნელმა, პალმერ ლაქიმ ახალი VR ჩაფხუტი შექმნა, რომელიც მომხმარებელს რეალურად მოკლავს, თუკი მისი პერსონაჟი ვირტუალურ თამაშში მოკვდება.
“მხოლოდ სერიოზულმა საფრთხემ შეიძლება თამაში რეალური გახადოს” – აცხადებს ლაქი და განმარტავს, რომ “თუ თამაშში მოკვდები, კვდები რეალურ ცხოვრებაშიც”.


პალმერ ლაქი საკუთარ ბლოგში ყურსასმენის აღწერისას, მოწყობილობის დეტალებზე საუბრობს. მისი განმარტებით, VR ჩაფხუტი 2012 წელს გამოსული ანიმეს Sword Art Online-ის მიხედვით შექმნა.

” შევქმენი OQPNVG, პირველი ვირტუალური რეალობის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მომხმარებლის მოკვლა.”
Sword Art Online-ის სერიებში, მოთამაშეები გიგანტურ, იმერსიულ VR საბრძოლო სიმულაციაში ხვდებიან, სადაც თააშში სიკვდილი მათ რეალურად კლავს. ისინი მკვლელი ჩაფხუტის “NerveGear” ტექნოლოგიასთან არიან დაკავშირებული, შესაბამისად, მოთამაშეებმა გამარჯვების გზებს უნდა მიაგნონ.
ლაქის მიერ შექმნილი VR ჩაფხუტის ვერსია, შესაბამისი ასაფეთქებელი მუხტებით არის აღჭურვილი. თამაშში დამარცხების შემდეგ, მუხტები აფეთქდება და “მომხმარებლის ტვინს გაანადგურებს”

მისი განმარტებით, ჯერ ვერ გაბედა ახალი ჩაფხუტის თავად გაკეთება და გამოცდა.

წინა სტატიაინსტაგრამი ვებ ინტერფეისს ანახლებს
შემდეგი სტატიაკრიპტო მილიარდერმა სემ ბეკმანმა აქტივების 94% დაკარგა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი