Microsoft-მა Surface Laptop-თან ერთად ახალი სიახლეც წარადგინა – Surface Pro. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს ლეპტოპი 90%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე წინა მოდელი.
სავარაუდოდ, რეკორდული მწარმოებლურობა შესაძლებელი გახდა ახალი Qualcomm Snapdragon X (Elite და Plus) ARM პროცესორების წყალობით. ავტონომიურობა: მაქსიმუმ 14 საათი ლოკალური ვიდეოსთვის.
ლეპტოპს აქვს 13-დუიმიანი OLED ეკრანი (სავარაუდო), 5G და Wi-Fi 7 მხარდაჭერა, ორი USB 4 პორტი, ორი კამერა (ერთი წინა და ერთი უკანა) და ახალი მოხსნადი Surface Pro Flex კლავიატურა. კომპიუტერი იქნება ხელმისაწვდომი ოთხ ფერში, მათ შორის ახალ ლურჯში.
Surface Pro მიიღებს Copilot+PC მარკირებას – ამ ბრენდის ქვეშ გამოვა ლეპტოპები ხელოვნური ინტელექტის აპარატურული მხარდაჭერით.
ახალი “პრო” მოდელის ფასი იწყება 999 დოლარიდან. ეს არის ფასი X Plus ჩიპის, LCD ეკრანის, 16 გბ ოპერატიული მეხსიერებისა და 256 გბ SSD ვერსიისთვის. OLED მატრიცითა და უფრო მძლავრი X Elite პროცესორით ვერსია მინიმუმ 1499 დოლარი ღირს. ტოპ ვერსია 32 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და 1 ტბ SSD-ით ფასდება 2099 დოლარად . Flex Keyboard კლავიატურა იყიდება 449 დოლარად.