უახლოეს მომავალში შესაძლოა ვირტუალური რეალობის შლემი PlayStation VR გაიაფდეს. ამის შესახებ ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე Sony Interactive Entertainment-ის ვიცე-პრეზიდენტმა კოდერამ განაცხადა. კომპანია აპირებს VR შლემების მიწოდების რაოდენობა გაზარდოს, რაც თავისთავად შეამცირებს მის ფასს. Sony ასევე აპირებს, გააფართოვოს PlayStation VR-ის ეკოსისტემა სხვადასხვა სახის მედიაკონტენტის (მუსიკისა და ფილმების ჩათვლით) გამოშვების ხარჯზე.
გარდა ამისა, კოდერამ სხვა პლატფორმენეჯერებს უპასუხა კითხვებზე კონკურენციის შესახებ. მისი განცხადებით Sony აკვირდება, რას აკეთებენენ Microsoft და Nintendo. კომპანია აპირებს მყარად დაიკავოს ადგილი ამ სფეროში. ამ დროისთვის Sony თავს თავდაჯერებულად გრძნობს: PlayStation-ის სერსვისის გამომწერთა რაოდენობამ 26 მილიონს გადააჭარბა.
ვირტუალური რეალობის შლემი PlayStation VR გაყიდვაში გამოვიდა 2016 წლის 13 ოქტომბერს. შლემი მუშაობს PlayStation 4-ზე. მისი ფასია $400.