რამდენიმე თვეა ინტერნეტ სივრცეში განიხილება კომპანია Meizu-ს სამომავლო ტოპ სმარტფონი Meizu Pro 7. ბოლო წლების განმავლობაში კომპანიას სმარტფონის დიზაინი მნიშვნელოვნად არ შეუცვლია, ამიტომაც ბიუჯეტური მოდელის ფლაგმანისაგან გარჩევაც კი საკმაოდ ძნელია. თუ გავრცელებულ “შპიონურ” ფოტოებს დავუჯერებთ, ახალი ფლაგმანი ორი ეკრანითა და ორი კამერით იქნება აღჭურვილი. ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია სმარტფონის ფასისა და გამოშვების თარიღის შესახებ.

 

ახალი ინფორმაციის თანახმად, Meizu წარმოადგენს Pro 7-სა და Pro 7 Plus-ს 26 ივლისს, გაყიდვაში კი გაიტანს 4 აგვისტოს. Meizu Pro 7-ის ფასი იქნება $409 ან $484 შიდა მეხსიერების მოცულობის მიხედვით.  Pro 7 Plus კი ეღირება –  $484 ან $555 ასევე, ფასი განსხვავდება შიდა მეხსიერების მიხედვით.

ახალ წყაროში საუბარია, რომ Meizu Pro 7-ს ექნება 5,5 დიუმიანი ეკრანი, პროცესორი MediaTek Helio X30, ორმაგი კამერა სენსორებით Sony IMX386 და Sony IMX286, 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, თითის ანაბეჭდის სკანერი, სწრაფი ტენვის ფუნქცია.

წინა სტატიაNintendo ლეგენდარულ SNES კონსოლს გააცოცხლებს
შემდეგი სტატიასასწრაფოდ დახურეთ პორტები, რომ Petya.A-ს შემოტევისგან დაიცვათ თავი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი