ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პრეზენტაცია ბერლინის ყოველწლიურ გამოფენაზე IFA2017 – LG V30 გახდა. რამდენიმეკვირის წინა მწარმოებელმა დაიწყო ინფორმაციის გაზიერბა მომავალი სამრტფონის ფუნქციონალის შესახებ. უკვე მაშნ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ კომპანია აპირებდა თავის კლასში საუკეთესო მოწყობილობის გამოშვებას. გასაკუთრებული ყურადღება მულტიმედიურ ფუნქციებზე გაკეთდა, როგორიცაა ფოტო/ვიდეო გადაღება და აუდიო ტექნოლოგიები.
LG V30 ყველა პარამეტრით წლის დასაწყისში გამოშვებული LG G6-ის გაუმჯობესებული და დახვეწილი ვერსიაა. ეს ეხება, როგორც დიზაინს ასევე მის ტექნიკურ მონაცემებსას. G6 გახდა მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც ეკრანის შეფარდება 18:9-ზე აქვს და V30-ში ეს მახასიათებელი შენარჩუნდა, მაგრამ ამასთან ერთად პირველად სამრტფონებში კომპანიამ 6 დიუმიანი P-OLED მატრიცა გამოიყენა FullVision თექნოლოგიით და 2K გარჩევადობით.
ახალი სმარტფონის ეკრანი sRGB ფერთა გამის 148%-ს მოიცავს ციფრული გამოსახულებისთვის და DCI-P32 სპექტრის 109% ვიდეო გამოსახულების გაშვებისას. OLED მატრიცის კიდევ ერთი უპირატესობაათჯერ უფრო სწრაფი პიქსელის რეაქციაა ვიდრე ეს LCD-ს შეუძლია. ამის წყალობით მას მომხმარებლები იდეალურ გამოსახულებას მიიღებენ დინამიური სცენების ჩვენებისას და ვირტუალური რეალობის აპლიკაციებში. რა თქმა უნდა LG V30-ის ეკრანს აქვს მაღალი დინამიური დიაპაზონის HDR10-ის მხარდაჭერა.
კომპანია LG-იმ ასევე იპოვა გადაწყვეტილება მოეგვარებინა OLED პანელებში პიქსელების გამოწვის პრობლემა. ახალ ფლაგმანში გამოყენებულ იქნა უახლესი ტექნოლოგია, რომელიც ეკრანზე ჟანგბადის და სითხის დამანგრეველ ზემოქმედებას ამცირებს. პიქსელური სკანირების ტექნოლოგია კი საშუალებას იძლევა დაიხარჯოს ნაკლები ენერგია ყოველ ცალკეულ პიქსელზე, რითაც აკუმლატორის მუხტს სერიოზულად ზოგავს. ეკრანის ფიზიკური დაზიანებისგან დასაცავად V30-ში მე-5 თაობის Corning Gorilla Glass გამოიყენება.
G6-თან შედარებით ახალ მოწყობილობაში ეკრანის გარშემო ჩარჩო კიდევ უფრო დათხელდა. ასევე მცირედ შეიცვლა უკანა პანელის დიზაინი, თუმცა საერთო ჯამში ყველა კომპონენტის მდებარეობა უცვლელი დარჩა. უკანა პანელზე განთავსებულია ორმაგი კამერა, შუქდიოდური გნათბა, ლაზერული ავტოფოკუსი და თითის ანაბეჭდების სკანერი, რომელიც ჩართვა გამორთვის ღილაკის მოვალეობასაც ითავსებს. ისევე, როგორც LG VG6-ში V30-შიც კომპანიამ მეტალის ჩარჩო გამოიყენა.
რაც შეეხება კამერას აქ LG გვპირდება, რომ საგრძნობლად გაიზარდა გადაღების ხარისხი. ამ მიზნის მისაღწევად მწარმოებლემა V30-ში f/1.6 შუქის ძალის მქონე ობიექტივი დააყენა, რომელსაც დღეს სმარტფონებში ანალოგი არა აქვს. დიდი დიაფრაგმის წყალობით სენსორზე 25%-ით მეტი შუქი ეცემა, რაც საშუალებას იძლევა უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულება ჩავიწეროთ ცუდი განათების პირობებში.
გარდა დიაფრაგმისა ახალ სმარტფონში ლინზებიც ახალია და ის Crustal Clear ტექნოლოგიითაა დამზადებული. ტრადიციულად ლინზები მობილურ კამერებში პლასტმასისგან მზადდება, მაგრამ V30-ში მათ შუშა გამოიყენეს, რომელიც ზოგადად მხოლოდ ციფრულ სარკულ კამერებში გამოიყენება. ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა ასეთ ლინზებში არის ის, რომ მათ უფრო მეტი შუქის გატარება შეუძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერები გადაღებულ სურათებში მაქსიმალურად იქნება მიახლოებული რეალურ სამყაროსთან.
ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით ახალი კამერა 30%-ით უფრო თხელია და მესამედით ამცირებს ფოტოს ნაპირებში გამოსახულების დეფორმაციას განსაკუთრებით ფართოკუთხოვანი გადაღებისას.
კიდევ ერთი სიახლე ახალ ფლაგმანში 32-ბიტიანი ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელია, რომელიც ESS Technology-ს SABRE ES9218P Hi-Fi Quad-ზე არის დაფუძნებული. ადრინდელ ვერსიებში აუდიო მოდული ფოკუსირებული იყო ორიგინალთან მაქსიმალურად შესაბამისი ხმის აღწარმოებაზე და ფონური ხმაურის ფილტრაციაზე, ხოლო ახალ ვერსიაში მას აუდიო ფილტრები და ჟღერადობის მომხარებელზე მორგების ფუნქციონალიც დაემატა.
ციფრული ფილტრები ზოგადად ძვირადღირებულ აუდიო ფლეერებშია ხელმისაწვდომი. მათ შუძლიად პრე და პოსტსიგნალური ხარვეზების შემცირება და მათი პარამეტრების ხელით მართვაც არის შესაძლებელი. LG-ის ინჟინრებმა შეისწავლეს ჟღერადობის პოპულარული სტილები და შექმნეს ოპტიმალური პრესეტები, როგორიცაა “გაუმჯობესებული”, “დეტალური”, “ცოცხალი ხმა” და “ბასები”.
LG V30-ში ასევე გამოიყენეს MQA Ltd-ის ტექნოლოგია, რომელიც აუდიო სტრიმინგის აღწარმოებას აუმჯობესებს. გარდა მაისა HD ადიო ჩამწერი მოწყობილობას მიკროფონის ფუნქციონალსაც ამატებს, რითაც ხმამაღალი ბგერების უფრო მკაფიოდ და სუფთად ჩაწერა არის შესაძლებელი. ახალი ტექნოლოგიის წყალობით სმარტფონს უფრო მკაფიოდ და გარკვევით შეუძლია ჩაიწეროს ჩურჩულით ნათქვამიც და მეხის გავარდნის ხმაც. ხმის პარამეტრების შერჩევაზე ასევე B&O Play-ს სპეციალისტებმაც იმუშავეს, რადგანაც სმარტფონს კომპლექტაციაში მათ მიწერ წარმოებული ყურსასმენები მოყვება.
კიდევ ერთი სიახლე UX 6.0+ გახდა, რომელიც დეველოპერებმა სპეციალურად 18:9 ეკრანის შეფარდებას მოარგეს და უფრო მეტი სამომხარებლო პარამეტრები გახადეს ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება V-სერიის სმარტფონებში დამატებითი დისპლეი იყო, რომელიც სწრაფ წვდომას უზრუნველყოფდა ხშირად გამოყენებად აპლიკაციებსა და ფუქნციებზე და რადგანაც V30-ში ეს ეკრანი არ არის დეველოპერებმა ეს ფუნქცია მცურავ პანელში გადაიტანეს, რომელიც მცირე გამჭვირვალე მენიუს წარმოადგენს, რომელიც ეკანის ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია გადავიტანოთ.
გაუმჯობესდა მუდმივად აქტიური ეკრანის ფუნქციონალიც. სააათისგარდა ეკრანზე შეიძლება ფოტოგრაფიებასერ, მუსიკალური პლეერის, ინსტრუმენტების, შეტყობინებების და სხვა კონტენტის გამოტანა. საინტერესო სიახლეა გამორთულ ეკრანზე სისტემაში შესვლა სახის ამოცნობის საშუალებით, რაც წინ კამერით ხორციელდება. ამის გარდა LG V30-ს აქვს წინასწარ ჩაწერილი კოდური ფრაზით განბლოკვის ფუნქციაც.
ასე გამოიყურება LG V30-ის ტექნიკური მახასიათებლები:
- საოპერაციო სისიტემა: Android 7.1.2 Nougat – LG UX 6.0+ საფირმო გარსით;
- ეკრანი: 6″, P-OLED, 18:9, Quad HD+ (2880х1440), HDR10, Gorilla Glass 5;
- პროცესორი: რვაბირთვიანი 64-ბიტიანი Qualcomm Snapdragon 835;
- გრაფიკა: Adreno 540;
- RAM: 4 გბ, LPDDR4x;
- ROM: 64 გბ ან 128 გბ (V30 Plus), UFS 2.0;
- დამატებითი მეხსიერება: microSD;
- მთავარი კამერა: ორმაგი, 16 მპ. (f/1,6, 71°) +13 მპ (f/1,9, 120°), Crystal Clear ლინზები, ოპტიკური სტაბილიზაცია, ლაზერული ავტოფოკუსი;
- წინა კამერა: 5 Мп, f/2,2, 90°;
- აუდიო: 32-ბიტიანი Hi-Fi Quad SABRE ES9218P;
- აკუმლატორი: 3 300 მა/სთ, ჩაშენებული, Quick Charge 3.0;
- კავშირი: 4G LTE;
- SIM: ორის SIM-ბარათის სლოტი;
- უკაბელო ქსელები: Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac, Bluetooth 5.0, NFC;
- ნავიგაცია: GPS, GLONASS , Beidou;
- პორტები: USB Type-C 2.0 (USB 3.1), 3,5-მმ აუდიო გასართი;
- სითხისა და მტვრისგან დაცვა: IP68;
- დარყმისგან დაცვა: სამხედრო სტანდარტი: MIL-STD 810G;
- ფერები: შავი, ნაცრისფერი, ლურჯი და იასამნისფერი;
- გაბარიტები: 151,7 х 75,4 х 7,3 მმ;
- წონა: 158 გ.
LG V30 გაყიდვაში 21 სექტემბერს გამოვა სახრეთ კორეაში, ხოლო შემდეგ ხელისაწვდომი იიქნება ჩრდ. ამერიკაში, აზიაში, ევროპაში აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში. სამრტფონის ღიღებულება ჯერ-ჯერობით უცნობია.