კომპანია Xiaomi-მ ჭკვიანი სახლის პროდუქტების ასორტიმენტი ახალი რობოტი მტტვერსასრუტით Roborock Sweep One-ით შეავსო. ეს არის Mi Robot Vacuum-ის განახლებული ვერსია. სიახლეს ისევ კომპანია Roborock უშვებს, ხოლო Xiaomi მას თავის ოჯნლაინ მაღაზიაში ყიდის. Roborock Sweep Pne გარეგნულად დიდად არ განსხვავდება წინა მოდელისგან. ოთახებს შორის გადაადგილებისთვის ის ლაზერულ მანძილმზომს იყენებს, თუმცა სიახლეს ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, მას იატაკის მორეცხვაც შეუძლია.
Roborock Sweep One-ს აქვს დიდი მთავარი ჯაგრისი და დამატებითი გვერდითა ჯარისები. მოწყობილობას მძლავრი ძრავა აქვს, რომელსაც 2 000 პასკალი წნევის წარმოება შეუძლია განსხვავებით წინამორბედისგან რომელსაც ეს მაჩვენებელი 1 800 ქონდა. ასევე მტვერსასრუტს შეუძლია 2 სანტიმეტრი სიმაღლის წინაღობების გადალახვა.
მცირე ზომებიდან გამომდინარე Roborock Sweep One-ს შეუძლია ავეჯის ქვეშაც შეძრომა სადაც ჩვეულებრივი მტვერსასრუტით შეღწევა ძალიან რთულია.
მნიშვნელოვანი სიახლე სველი დასუფთავების რეჟიმია. ქვედა ნაწილში მოწყობილობას წყლის რეზერვუარი აქვს საიდანაც წყალი ასველებს რბილ ქაღლდს და წმინდავს იატაკს. სავეს რეზერვუარი საკმარისი 45-60 წუთიანი მუშაობისთვის. ხალიჩის აღმოჩენის შემთხვევაში მტვერსასრუტი ავტომატურად აძლიერებს შესრუტვას. ასევე გათვალისწინებულია ფუნქციები განრიგის მიხედვით მუშაობისთვის და ასევე შესაძლებელია სამუშაო ზონის გამოყოფაც. გაჯეტის მართვა ჩინურ ენაზე ხმითაც არის შესაძლებელი.
5 200 მილიამპერიანი აკუმლატორი 2,5 საათი ან 250 კვადრატურლი მეტრი ფართობის ზედაპირის მოწმენდისთვის არის საკმარისი. აკუმლატორის განმუხტვისას მტვერსასრუტი ავტომატურად ბრუნდება დამტენ სადგურზე.
Roborock Sweep One სველი დალაგების რეჟიმით დაახლოებით 379 $ ღირს, ხოლო ამ ფუნქციის გარეშე ის 258 $ დაგიჯდებათ.