კომპანია BLUBOO-მ განაცხადა, რომ ახლახანს დაანონსებული სმარტფონი D5 გაყიდვაში ამა წლის მარტიდან შემოვა. მოწყობილობას აქვს 5,5დიუმიანი ეკრანი ძალიან თხელი ჩარჩოებით. სმარტფონი გამოვა ორი ვარიანტის; მათ შორის განსხვავება ოპერატიული მეხსიერება და ჩაშენებული დამჩქარებელი იქნება. მოწყობილობა ჯერ არ გამოსულა გაყიდვაში, თუმცა მწარმოებლებმა მისი პირველი ვიდეო უკვე გადაიღეს.
არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, BLUBOO D5-ს აქვს 5,5 დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 1280X640-ზე (18:9), Corning Gorilla Glass 4 დამცავი შუშით. როგორც ითქვა, გაჯეტი ხელმისაწვდომი იქნება ორი ვარიანტის. პირველი BLUBOO D5 მიიღებს 2გბ ოპერატიულ მეხსიერებას და 16გბ შიდა მეხსიერებას, გაძლიერებულ BLUBOO D5 Pro-ს ექნება 3გბ ოპერატიული მეხსიერება და 32შიდა მეხსიერება, ასევე 4G მხარდაჭერა.
ვიდეოში წარმოდგენილია BLUBOO D5 თავისივე შეფუთვაში. მყიდველები მიიღებენ კაბელს, დამუხტვისათვის საჭირო ადაპტერს, დამცავ ბუდეს და ეკრანის დამცავს.
ცნობილია, რომ BLUBOO D5-ს ფასი ას დოლარზე ნაკლები იქნება.