კომპანიამ Motorola, რომელიც Lenovo-ს მართვის ქვეშ აგრძელებს მოღვაწეობას,  წარმოადგინა თავისი ბიუჯეტური მოწყობილობების ახალი თაობა, სრულიად არაბიუჯეტური მონაცემებით. კომპანიამ წელს მნიშვნელოვნად განაახლა G სერია და ის უფრო მომხიბლავი გახდა იმ მომხმარებლებისთვის, ვისი ფინანსური შესაძლებლობებიც ვერ მიწვდება ძვირადღირებულ გადაწყვეტილებებს.

g4plus2

ყველაზე მიმზიდველი Moto G4 Plus გახდა, რომელიც აღჭურვილია 5,5–დუიმიანი FullHD დისპლეით, რომელზეც შთამბეჭდავი 401 წერტილია დუიმზე და Corning Gorilla Glass 3 დამცავი შუშა.

z

მოწყობილობის წინა ნაწილზე მოთავსებულია თითის ანაბეჭდების სკანერი, რომელიც Home ღილაკშია ჩაშენებული. Lenovo-ს განცხადებით, სკანერი შეხებაზე 750 მილიწამში პასუხობს. მაგალითისთვის, Nexus 6P-ის სკანერი 600 მილიწამში რეაგირებს, ამიტომ Moto G4 Plus-ის მაჩვენებელი საკმაოდ კარგია.

z-1

Moto G4 Plus-მა მიიღო Snapdragon 617, პროცესორი 2/4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 16/32/64 გიგაბაიტი მონაცემთა საცავი და რა თქმა უნდა, microSD ბარათების სლოტი.

დამატებითი ყურადღების ღირსია აპარატის კამერა, რომელიც OmniVision-ის 16–მეგაპიქსელიანი მოდულია. ამ მწარმოებლის კამერებს ხშირად იყენებს კომპანია HTC. დამატებით არის ფაზური და ლაზერული ავტოფოკუსი და რა თქმა უნდა, პროგრამული ფუნქციონალიც, როგორიცაა „ავტომატური HDR“ და „პროფესიონალური“ რეჟიმი.

წინა კამერა 5–მეგაპიქსელიანია და აქვს 86–გრადუსიანი სენსორი f/2.2 აპერტურით. მნიშვნელოვანია 3000–მილიამპერიანი აკუმულატორი, რომლის 15–წუთიანი სწრაფი მუხტი Turbo Charger 6 საათის განმავლობაში გეყოფათ. Moto G Plus და ასევე Moto G4 მუშაობს Android 6.0.1 Marshmallow-ს მართვის ქვეშ.

ბრიტანეთში Moto G4-ის გაყიდვები შუა ივნისში დაიწყება 199 ფუნტის ღირებულებით, ხოლო ინდოეთში მისი ფასი 13, 499 რუპია იქნება 16–გიგაბაიტიანი ჩაშენებული მეხსიერებითა და 2 გიგაბაიტი ოპერატიულით.

წინა სტატიაGoogle I/O 2016
შემდეგი სტატიაAsus-ის ახალი Zenfone 3 Deluxe, Zenfone 3 Ultra, Zenfone 3

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი