Seedstars Tbilisi 2018-ის ფარგლებში, 29 მაისს, ტექნოპარკში ჟიურის მიერ შერჩეული 10 სტარტაპის პროექტების პრეზენტაცია ჩატარდება.
ღონისძიების ფარგლებში, გამოვლინდება 3 საპრიზო ადგილი.
კონკურსის გამარჯვებული მიიღებს ბილეთს გლობალურ ტექნოლოგიურ ფორუმ – Seedstars Summit-ზე, რომელიც 2019 წლის აპრილში ჩატარდება. გამარჯვებული სტარტაპერი შეძლებს გლობალური მეწარმეების Seedstar-ის საზოგადოებას შეუერთდეს, ინვესტორების წინაშე თავისი პროექტი წარადგინოს, მენტორებთან და 70+ ქვეყნის ინვესტორებთან ერთად ერთ კვირიან ბუტკემპში მიიღოს მონაწილეობა და მთავარი პრიზი – 1მლნ დოლარამდე ინვესტიცია მოიგოს.
„Seedstars World-ის მთავარი მიზანი და ღირებულება ის არის, რომ 80-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებ მეწარმეებს შესაძლებლობას ვაძლევთ გაიცნონ პროფესიონალები, მრჩეველები და ინვესტორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ორგანიზაცია ითვლის 70 ათასზე მეტ პროფესიონალს, ინვესტორს, მენტორს, ექსპერტეს, კორპორატიული კომპანიების წარმომადგენლებსა და ა.შ.” – განაცხადა navigator-თან საუბრისას ალინა როზანოვამ (Associate for CEE&Central Asia at Seedstars)
გამარჯვებული 3 კრიტერიუმის გათვალისწინებით გამოვლინდება:
1) სტარტაპი უნდა არსებობდეს არაუმეტეს 2 წლისა;
2) სტარტაპს უნდა გააჩნდეს მინიმალური ხელშესახები პროდუქტი;
3) სტარტაპის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს $500,000-ს.
Seedstars Tbilisi 2018-ის მენტორები არიან:
Patrick Bosteels (Stage-Co);
Boris Kiknadze (Entrepreneur&Philanthropist);
Agahuseyn Ahmadov (Seedstars);
Alina Rozanova (Seedstars);
Ludovic Girod (Pepela);
Nikoloz Gogochuri (VRex immersive inc.).
სტარტაპების საერთაშორისო კონკურსის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელია ?Alliance Group Holding.