6 მაისს, rooms hotels tbilisiში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თანაორგანიზებით EuroDIG 2018-ის (ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე) ფორუმის დასკვნითი ეტაპი  გაიმართა.

სესიები ჩატარდა შემდეგ თემებზე: Keynote, competition in a data-driven world, seedig messages, economic opportunities and security challenges, universal acceptance is the internet reaching the people it needs to, surveillance, lawvs and governments vs internet rigts, building on a blockchain, algorithms transparency, combatting hate speech at national level, example from Georgia, non-state actors in Europe and beyond, Your freedom of expression vs mine, converging markets and blurred borders, updates & developments, law and reality, govermment relations, eparticipation in shaping a greener environment, blockchain, challenges of cybercrime and transborder investigations, future of the IGF.

ასევე ჩატარდა ვორქშოპი თემაზე – Artificial Intelligence, ethics and the futre of work, სადაც ერთ-ერთი სპიკერი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული დეპარტამენტის თანამშრომელი – მარიამ შარანგია იყო. მან ძირითადად ხელისუფლების როლსა და სააგენტოს პროგრამებზე ისაუბრა.

„სააგენტოს აქვს სპეციალური პროგრამები იმისთვის, რომ ის წინააღმდეგობები და პრობლემები გადავჭრათ, რაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მოჰყვება. ჩვენს პროგრამებში შედის: ITსპეციალისტების გადამზადება, ადამიანების მომზადება ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის, ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება და ა.შ. ჩვენ გვყავს რამდენიმე სტარტაპი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, რაშიც ხელს ვუწყობთ მათ, როგორც ფინანსურად, ასევე კონკრეტული პროგრამებით.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას მარიამ შარანგიამ.

შეგახსენებთ, რომ YouthDIG 2018 3-4 მაისს, GITAსა და rooms hotels lolitaში გაიმართა, ხოლო  EuroDIG 2018 5-6 მაისს, rooms hotels tbilisiში.

აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს – EuroDIG 2019-ს ამსტერდამი უმასპინძლებს.

 

წინა სტატიაინოვაციური პლატფორმა ციფრული აუდიო პროდუქციის გასაყიდად
შემდეგი სტატიაინტერნეტის საფუძვლები და მონაცემთა ბაზის ანალიტიკა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი