20 ივნისს, Radisson Blu Iveria Hotel-ში საერთაშორისო კომპანია Smile-Expo-ს ორგანიზებით „Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018“ ჩატარდება, სადაც მონაწილეები მიიღებენ კომპლექსურ ინფორმაციას საქართველოში არსებულ კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკურ და სამართლებრივ ასპექტებზე.
ღონისძიების ძირითადი თემები იქნება:
– კანონმდებლობა: კრიპტობიზნესის პერსპექტივა საქართველოში;
– მაინინგის თავისებურებები საქართველოში;
– ბიზნეს გადაწყვეტილებები ბლოკჩეინის ბაზაზე;
– კრიპტოვალუტები: 2018 წლის პერსპექტივა;
– ICO ინვესტორებისა და ორგანიზატორებისთვის;
კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ: ბლოკჩეინ-მეწარმეები, თრეიდერები, ინვესტორები, დეველოპერები, კრიპტო-ენთუზიასტები, საკანონმდებლო ექსპერტები.
სპიკერები იქნებიან:
- ავთანდილ კასრაძე (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო),
- მარიამ ტურაშვილი (პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახური – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო),
- ვანო ნარიმანიძე (ასოციაცია „ბლოკჩეინ საქართველო“),
- ალექს სუდაძე (ბიტკოინის საელჩო საქართველოში),
- დავით კიზირია (Innovation and Development Foundation),
- დენის ალეინიკოვი (Aleinikov & Partners),
- კატარინა გაიზელჰართი (PwC Germany),
- გორდონ აინშტაინი (CKR LAW LLP).
ღონისძიების პარტნიორები არიან: ბლოკჩეინ – ინდუსტრიის დამფუძნებლები საქართველოში: Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia და Blockchain Systems Institute.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას გეგმავს 300-მდე დამსწრე საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.