კომპანია Xiaomi-მ ფიტნეს სამაჯურების ახალი მე-3 თაობა გამოუშვა რომელსაც დიდი სენსორული OLED ეკრანი აქვს, აკუმლატორის ერთი მუხტით 20 დღე მუშაობს და წყალში 50 მეტრამდე შეგიძლიათ ჩაძიროთ.
ბრასლეტზე შეგიძლიათ მიიღოთ შეტყობინებები სმარტფონში დაყენებული აპლიკაციებიდან და შემომავალი ზარების შესახებ. გაიგოთ მონაცემები ძილის ხარისხის შესახებ და ავტომატურად დაითვალოთ განვლილი ნაბიჯები. გარდა ამისა Mi Band 3-ზე შეგიძლიათ ნახოთ სამი დღის ამინდის პროგნოზი, დრო და სხვა და სხვა სპორტული აქტივობების ჩანაწერები.
უმთავრესი ფუნქციონალური შესაძლებლობები:
- მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნახვა
- შემომავალი ზარების შესახებ ინფორმაცია
- მაღვიძარა ვიბრაციით
- გულის რითმის სენსორი
- ძილის მონიტორინგი
- მონაცემების რეალურ დროში გამოსახვა
- შეხსენებები მჯდომიარე ცხოვრების წესის წინააღმდეგ
- დაგეგმილი აქტივობების შეხსენება
- ძიება ტელეფონში
- Android სმარტფონის განბლოკვა
- შეცვლადი სამაჯურები
ტექნიკური პარამეტრები:
- ზომა: 17,9х46,9х12 მმ.
- სამაჯურის სიგრძე: 247 მმ.
- სამაჯურის დიამეტრი: 155 – 216 მმ.
- წონა: 20 გ (სამაჯურიანად)
- აკუმლატორი: 110 მა/სთ
- ეკრანი: 0,78 დიუმიანი, OLED მატრიცა 128×80 პიქსელი. მონოქრომული, სენსორული.
- Bluetooth v. 4.2+BLE
- სენსორები: სამღერძიანი აქსელერომეტრი და გულის რითმის სენსორი.