რამდენიმეთვიანი ტესტირების შემდეგ, კომოანია Xiaomi-მ როგორც იქნა გამოუშვა განახლება Android 8.1 Oreo გასული წლის მოდელი Mi A1-სათვის – პირველი სმარტფონი Android One პროგრამის ფარგლებში. განახლებას ამ მოდელის ყველა მფლობელი ელოდა, თუმცა შედეგმა ისინი იმედგაცრუებული დატოვა. საქმე იმაშია, რომ განახლება გამოვიდა ორი კრიტიკული შეცდომით.
განახლების მოცულობაა 1,15გბ, შეიცავს უსაფრთხოების პატჩს 5 ივნისიდან, განახლებულ ლანჩერს launcher3, გადამუშავებულ ტემას SystemUI, რომელიც გარეკანის ფოტოს მიხედვით იცვლის ფერს, და დამუხტული Bluetooth-დივაისების ინდიკატორს. მაგრამ, ამასთან ერთად Android 8.1 Oreo შლის SMS-ების ისტორიას და აფერხებს SafetyNet სისტემის მუშაობას. ბევრი მომხმარებელი წუხს, რომ მათ დაკარგეს მნიშვნელოვანი ინფორმაციას, რომელიც მესიჯებში ინახებოდა.
Xiaomi განახლების შეცდომებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. მომხმარებლები, რომლებიც აპირებენ განახლების დაყენებას ვურჩევთ, რომ SMS შეტყობინებების სარეზერვო ასლი შექმნან.