ჩინეთში ახალი უჩარჩოო სმარტფონის Find X-ის პრეზენტაციისას კომპანია OPPO-მ მოულოდნელად წარმოადგინა ახალი მოწყობილობა – უკაბელო ყურსასმენები O-Free. მოწყობილობა ანალოთგან შედარებით გაცილებიტ იაფი ღირს.

OPPO O-Free შესრულებულია შავ ფერში და დაყვება წითელი ან იასამნისფერი კანტი. აქვს არასტანდარტული შეფუთვა, დამუხვტვის დოკ-სადგურით. შემქმნელების განცხადებით, ერთი დამუხტვით ყურსასმენებს შეუძლია 4 საათამდე მუშაობა მუდვივად ჩართული მუსიკის ფონზე, შეფუთვაში განთავსებული ბატარეის წყაროს დახმარებით კი 12 საათი.

ყურსასმენები შექმნილია Qualcomm QCS5100 ჩიპსეტის ბაზაზე. აქვს aptX და aptX HD კოდეკების მხარდაჭერა, აუდიო ინფორმაციის უკაბელოდ გადაცემისათვის ხარისხით მინინალური დანაკარგით. TrueWireless Stereo ეფექტის ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით ხმა გადაეცემა შეფერხების გარეშე. განსაზღვრულია ხმოვანი ასისტენტის და ტარჯიმნის ფუნქციის გააქტიურების შესაძლებლობა. მხარდაჭერილი ენები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

OPPO O-Free-ის ფასი $105 იქნება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here