Microsoft-მა ახალი Surface Go პლანშეტი გამოუშვა, რომელიც ამ ხაზში ყველაზე იაფი მოწყობილობაა, მისი ფასი 399 დოლარი იქნება და გამიზნულია იგივე აუდიტორიაზე რომელზეც 329 დოლარიანი და 9,7 დიუმიანი Appel iPad.

ტექნიკური მონაცემები:

  • Intel-ის მე-7 თაობის ორ-ბირთვიანი Pentium Gold 4415Y პროცესორი
  • წონა: 0,5 კგ.
  • 10 დიუმიანი ეკრანი, 1800×1200 გარჩევადობით და გვერდების შეფარდებით 3:2.
  • 4 – 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება.
  • 64 – 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება.
  • 9 საათამდე ავტონომიური მუშაობა.
  • 8 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა ავტოფოკუსით და 5 მეგაპიქსელიანი სელფი კამერა
  • Surface Connector-ზე დამატებულია USB-C პორტი, რომლითაც შესაძლებელია გაჯეტის დამუხტვა და გამოსახულების დამატებით ეკრანზე გამოტანა. ასევე არის microSD ბარათების სლოტი.

Surface Go მუშაობს Windows 10 S Mode საოპერაციო სისტემით, რომელშიც მხოლოდ Microsoft Store-ის აპლიკაციების გამოყენებაა შესაძლებელი, თუმცა მისი განახლება სრულფასოვან Windows 10-მდე უფასოდ არის შესაძლებელი.

4-გბ ოეპრატიული – 64 გბ შიდა მეხსიერების მქონე მოდელი 399 დოლარი ეღირება ხოლო 8 – 128-იან მოდელში 549 დოლარის გადახდა მოგიწევს. კლავიატურას, რომელიც ასევე დამატებითი აკუმლატორია კომპანია ჯერ კდიევ ცალკე ყიდის და მისი ფასი დამატებით 99 – 129 დოლარია. გარდა ამისა სურვილის შემთცევაში შეგიძლიათ სტილუსის და Bluetooth მაუსის ყიდვაც, რომლებიც შესაბამისად 99 და 35 ა.შ.შ. დოლარი ღირს.

1
2
წინა სტატიასაქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატები გაფართოებულ რეალობაში
შემდეგი სტატიატურიზმის განვითარების მიმართულებით ჰაკათონი – ,,hack_a_tour“ მოეწყობა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი