2018 წლის სექტემბერში ახმეტის ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა – ავთანდილ კასრაძემ ახმეტის მუნიციპალიტეტში ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა, რომელიც სექტემბერში გაიხსნება.

„ჩვენ მოვინახულეთ ახმეტის მუნიციპალიტეტის ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრი, სადაც სარემონტო სამუშაოები დავათვალიერეთ. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი ინოვაციების ცენტრი სწორედ ახმეტაში გაიხსნება, რადგან სწორედ აქ სექტემბერში ჩვენ უკვე ვუმასპინძლებთ პირველ სტარტაპებს, პირველ ინოვატორებსა და ა.შ.“

ახმეტის ინოვაციების ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა ის სერვისი იქნება, რაც თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკებშია.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა აღნიშნა, ეს ცენტრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარებისთვის.

რეგიონებში ინოვაციების ცენტრის გახსნის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა და ადგილობრივ მთავრობას მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლიგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

ტრამპი ტარიფებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა Google-ს 2.95 მილიარდი ევრო დააკისრა

Samsung-ის One UI 8-ის გამოშვების განრიგი, როდის მიიღებს თქვენი Galaxy სმარტფონი Android 16-ს

წარმოდგენილია Lenovo Legion Go 2-ის ახალი პორტატული კომპიუტერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *