Honor 8X-ისა და მისი მოდიფიცირებული ვერსიის Honor 8X Max-ის გამოსვლამდე ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია ახალი სმარტფონების შესახებ. ინსაიდერეის განსაკუთრებული ყურადღება შვიდდიუმიანი ეკრანის მქონე სმარტფონმა მიიქცია.
სმარტფონს ექნება IPS-ეკრანი დიაგონალით 7,12დიუმი. ეკრანი წინა პანელის 90%-ს დაიკავებს. დინამიკები მოთავსდება წინა პანელის ზედა ნაწილში. სმარტფონს ექნება პროცესორი Snapdragon 660 და 4გბ ოპერატიული მეხსიერება.
მოწყობილობის ზომები იქნება 177,6 x 86,3 x 8,1 მმ, წონა კი – 210 გრამი. გაყიდვების დასაწყისისათვის სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება სამ ფერში: ნაცრისფერი, შავი და წითელი.