Expo Georgia-ში საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგამოფენო ღონისძიება Start in Georgia გაიმართა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უკვე მეორედ მასპინძლობს.
ღონისძიება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ გახსნა. მან ისაუბრა თემაზე – სახელმწიფო პოლიტიკა ინოვაციების მიმართულებით.
Start in Georgia-ს მიზანია მეწარმეებს, სტარტაპერებსა და ბიზნესის დაწყების მსურველებს მიაწოდოს მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც გამოიწვევს მეწარმეობის სურვილის გაზრდასა და მათი წვლილის შეტანას სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, რომლებსაც ექსკლუზიური შეთავაზებები აქვს უკვე არსებული, დამწყები და მომავალი მეწარმეებისთვის.