საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსმა სულხან სულხანიშვილმა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ჩოგოვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ პროექტებს.

“ჩვენ მანამდეც გვითანამშრომლია და ახლა გვინდა, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი ხასიათის. დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობა, ჰაკათონი, გეიმჯემი, ჩემპიონატი, სტუდენტების სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული პროექტის წარმოება, ერთობლივი კონფერენცია, ინტელექტუალური კონკურსი, კიბერსპორტული აქტივობა დ.ა.შ” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ჩოგოვაძემ.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი