წარმოადგინეს ახალი Need For Speed: Payback

572

ორ წლიანი შესვენების შემდეგ ლეგენდარული რბოლების სერია Need For Speed ისევ აპირებს სიახლის გამოშვებას. კომპანია Electronic Arts-მა თამაშის ახალი ნაწილი დააანონსა, რომლის სახელიცაა Need for Speed: Payback. უკვე გამოსულ თრეილერში ჩანს, რომ დეველოპერები ცდილობენ პროექტი მაქსიმალურად დაამსგავსონ “ფორსაჟის” ფილმების სერიას.

მოქმედება ახალ თამაშში ქალაც Fortune Valley-ში ვითარდება, რომელიც ლას-ვეგასის მოტივებზეა შექმნილი. ვირტუალური სათამაშო სივრცის კონტროლი The House კარტელის ხელშია, რომელსაც მოსყიდული ყავს პოლიცია, დაკავებულია დანაშაულებრივი საქმიანობით და ფლობს კაზინოებს. მოთამაშეს მოუწევს საკუთარგი გუნდის შექმნა, რომ შეეწინააღმდეგოს ამ ბოროტებას. Need for Speed Payback-ში გეიმერებს ელოდებათ ავტომობილის ყველაზე დეტალური ტიუნინგი, განვითარებული ვიზუალური გაფორმება და ადრე არნახული კონემატოგრაფიული სცენები.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here