სტატისტიკის სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საწარმოთა 98.6%-ს 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან.
აღაანიშნავი, რომ ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენებოდა DSL კავშირი (მაგ. xDSL, ADSL, SDSL, VDSL და ა.შ.) – 32,1% და ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 29,0%.
ამასთან, საწარმოთა 21,5% იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 17,5% – სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).