როგორც მოსალოდნელი იყო Google-ის კორპორაციული აპლიკაციებს ახალი სახელი აქვს. Calendar, Drive, Docs, Gmail, Maps for Work, Sheets და Slides უკვე ახალი სახელით G Suite-ით იქნება ხელმისაწვდომი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა Google Cloud-ზე მუშაობს, როგორც სერვერული ასევე აპლიკაციების სახით და ამავე სერვისის ნაწილი ხდება Chromebook-ებიც.
რა გახდა ცვლილების მიზეზი? როგორც კომპანიის წარმომადგენელი დიანა გრინი ამბობს “ჩვენ ვართ Google Cloud” და როგორც ჩანს სერვისების რაოდენობა, რომლებიც G Suite-ში იქნება აუცილებლად გაიზრდება.