Google-მა “Year in Search” გამოაქვეყნა

სულ მალე 2019 წელი მიიწურება. Google-მა კი, თავისი ყოველწლიური მონაცემები “Year in Search” გამოაქვეყნა. მონაცემებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება თუ რას ეძებდნენ მომხმარებლები ყველაზე ხშირად Google-ის საძიებო სისტემაში. სიის ტოპ ხუთეული კი ასე გამოიყურება: Disney+ – სტრიმინგ სერვისი Cameron Boyce – ის 6 ივლისს ეპილეფსიის შეტევისგან გარდაიცვალა. Nipsey Hussle Hurricane Dorian – ქარიშხალმა ბაჰამის კუნძულებს უდიდესი […]

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პირველი ინტერნეტ-ფორუმი ამუშავდა

ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, საქართველოში პირველი ინტერნეტ-ფორუმი 22 ნოემბერს ამოქმედდა. ინტერნეტ-ფორუმი psychoeducation.ge/forum/  საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოებამ შექმნა.„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმების დაძლევას, შევქმნათ სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ანონიმურად შეეძლება მხარდაჭერისა თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოცდილების/ინფორმაციის მიღება და გაცემა“, – საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოება.

YouTube ახალ რეგულაციებს ავრცელებს

YouTube კიბერბულინგთან დაკავშირებით, ახალ რეგულაციებს ავრცელებს. რეგულაციები 2019 წლის 11 დეკემბრიდან ამოქმედდა. პლატფორმიდან წაიშლება ყველა მასალა, რომელიც შეიცავს შეურაცხყოფას, ბულინგს დაცული ჯგუფებისა და არასრულწლოვნების მიმართ.კიბერბულინგის შემცველი მასალის განმეორებითი ატვირთვის გამო, YouTube-ის ადმინისტრაცია არხის დაბლოკვის შესახებ აფრთხილებს მომხმარებელს. როგორც ვიდეოების გაზიარების წამყვანი პლატფორმა YouTube განცხადებაში აღნიშნავს,  უკანასკნელმა შემთხვევებმა გამკაცრებული წესების აუცილებლობა წარმოშვა.

ქართული ჯგუფის Kayakata-ს სიმღერები Spotify-ზე დაემატა

სულ ახლახან Spotify-ს მუსიკალურ ბიბლიოთეკას  ქართული ჯგუფის Kayakata-ს სიმღერები დაემატა. Kayakata-ს ოფიციალურმა გვერდმა ამ სიახლის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ დაწერა. Spotify-ზე ამჟამად KayaKata-ს ახალი ალბომის “Sadaa” 11 ტრეკი დევს. ჯერჯერობით უცნიბია დაემატება, თუ არა ახალი, სხვა სიმღერები Spotify-ს ბიბლიოთეკას. KayaKata ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ქართული ჯგუფია.

Youtube-მა 2010-იან წლებში ყველაზე მეტჯერ ნანახი მუსიკალური ვიდეოები დაასახელა

სულ რამდენიმე თვეც და 2010-იანი წლები დასრულდება. Youtube-მა გადაწყვიტა, 2010-იან წლებში, ყველაზე მეტჯერ ნანახი მუსიკალური ვიდეოები დაესახელებინა.გთავაზობთ დასახელებული ვიდეოებდან პირველ ხუთეულს: 5. Psy – “Gangnam Style”4. Mark Ronson – “Uptown Funk” ft. Bruno Mars3. Wiz Khalifa – See You Again ft. Charlie Puth2. Ed Sheeran – “Shape of You”1. Luis Fonsi – “Despacito” ft. Daddy Yankee

ქართულ ბაზარზე Mult გამოჩნდა

უკვე 6 თვეა, რაც Mult ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. აპლიკაცია Mult, მომხმარებლებს, ახალ პროდუქტს – ვაუჩერებს სთავაზობს. აღნიშნული ვაუჩერები ორ კატეგორიად, ფასიან და უფასო კატეგორიებად იყოფა.   „ბარათების სიმრავლის გამო, ხშირად, შეუძლებელია ყველა ბარათის ტარება. ამის გამო კი, ბარათის მფლობელები ვერ იღებენ იმ სარგებელს, რასაც კომპანიები სთავაზობენ და თან ქონის შემთხვევაში მიიღებდნენ. Mult-ის მეშვეობით მომხმარებლებს საშუალება […]

Chrome-ის ახალ ვერსიაში გაიგებთ პაროლი თუ გაგიტეხეს

Chrome-ის 79-ე ვერსია გაეშვა, რომელიც პაროლის დაცვის ახალი ფუნქციებითაა აღჭურვილიახალი. მას ფუნქცია დაემატა, რომლითაც გაიგებთ, თქვენი პაროლი გატეხილია თუ არა. ამისთვის საჭიროა, რომ პაროლის მენეჯერს იყენებდეთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პაროლი გატეხილია, პროგრამა ამის შესახბ პაროლის შეყვანისთანავე გამცნობთ. Chrome გამოიყენებს კიბერთაღლითობის საიტების ბაზას, რომელიც შეგატყობინებთ, თუ ერთ-ერთ ასეთ ვებგვერდზე იმყოფებით.

ხელისუფლების ტროლების აღმომჩენი პროექტი – vinvinaris.com

“ტროლი” ინტერნეტ სლენგია, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელიც აქვეყნებს არაადეკვატურ, არასწორ, პროვოკაციულ ინფორმაციას ფორუმზე, ჩატში, სოციალურ ქსელში, ბლოგზე და ა.შ. სულ ახლახანს შეიქმნა პროექტი vinvinaris.com. აღნიშნული ვებგვერდი ბოტების ამოცნობის ორ მეთოდს იყენებს, ერთი დაფუძნებულია  ენის ნატურალური დამუშავების კომპლექსურ ალგორითმებსა და მანქანური სწავლების (Machine Learning) -ის უახლეს გადაწყვეტების ერთობლიობაზე, რომელსაც უთავსებენ მეორე მეთოდს – საზოგადოების მიერ დარეპორტებული პროფილების […]

ირანი გლობალური ინტერნეტ სივრციდან გასვლას გეგმავს

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ქვეყნის გლობალური ინტერნეტ სივრციდან გასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც ირკვევა, ირანში ინტერნეტი სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი ქსელით შეიძლება შეიცვალოს. აქციების მონაწილეებს შორის კოორდინაცია სწორედ ინტერნეტის საშუალებით ხდება, პრეზიდენტმა ეს განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მორიგი საპროტესტო აქციების ფონზე გააკეთა. ინტერნეტ ცენზურა ერთპარტიულ კომუნისტურ ჩინეთშიც არსებობს. რუსეთის მთავრობა კი ნელნელა, ეტაპობრივად ნერგავს აღნიშნულს.

ბიზნეს ბანაკი ამჯერად ბორჯომში გაიმართება

“გსურს, დაიწყო არააგრარული ბიზნესი ბორჯომის ან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მაგრამ არ იცი – როგორ? უკვე გაქვს ბიზნეს იდეა? თუ ჯერ ისევ ფიქრობ, რომელ მათგანზე დაიწყო მუშაობა? თუ კი, მაშინ დროა, მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ბანაკში, სადაც 4 დღის განმავლობაში გექნება შესაძლებლობა, განავითარო შენი იდეა და ბიზნეს მოდელი და ისწავლო გამოცდილი მეწარმეებისა და სპეციალისტებისგან.” ბიზნეს ბანაკი ჩატარდება 19-22 […]