FBI განცხადებას ავრცელებს FaceApp-ის შესახებ და მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

FBI FACEAPP-ის შესახებ განცხადებას ავრცელებს. გამოძიების პირველი ეტაპის შედეგებზე დაყრდნობით ოფიციალურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ FaceApp-ს კონტრდაზვერვის სამსახურებთან აქვს კავშირი. როგორც FBI აცხადებს, აპლიკაცია ამერიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და მთავრობისათვის საფრთხეს წარმოადგენს. FaceApp რამდენიმე თვის წინ შექმნილი აპლიკაციაა, რომელმაც პირველივე დღეებშივე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ატვირთულ ფოტოს აბერებს, […]
როგორ ვმართოთ Facebook? – მასტერკლასი დამწყები მეწარმეებისთვის

ბიზნეს აქსელერატორ სპარკის ორგანიზებით 10 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება მასტერკლასი სოც მედია მენეჯმენტის თემაზე. მასტერკლაზე სახელწოდებით “როგორ ვმართოთ Facebook გვერდი” განხილული იქნება სოციალური მედიის თანამედროვე ტენდენციები და სტანდარტები, სოციალური მედიის დამხმარე ხელსაწყოები, Facebook Ads-ის არსი და ტექნიკური დეტალები. როგორც “სპარკი” წერს, აღნიშნული მასტერკლასი გათვლილია დამწყები მეწარმეებისთვის. დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია : https://forms.gle/5wGaGjgCkySyh4D4A
USB, რომელიც კიბერთავდასხმებისგან დაგიცავთ

PortaPow-ს USB შექმნილია იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ საჯარო სივრცეებში მოწყობილობის დატენვისას შესაძლო კიბერთაღლითობა. აღნიშნული USB ყველა სიტუაციაში თავს დაცულად და უსაფრთხოდ გაგრძნობინებთ. USB-ში ჩაშენებულია ჩიპი, რომელსაც შესაძლოა გაიგოთ, თუ რა ტიპის მოწყობილობის გამოყენებით ცდილობენ თქვენი მონაცემების გადაწერას, ან სულაც რა მონაცემებს ეხება საქმე. როგორც კომპანიაში ამბობენ, აღნიშნულ მოწყობილობას იყენებენ აშშ-ს, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და ახალი […]
დღეიდან Facebook-ზე ატვირთული ფოტოების ტრანსფერს Google Photos-ზე შეძლებთ

თუ გინდათ Facebook-ის გაუქმებას ფიქრობთ, მაგრამ თქვენ მიერ გაზიარებული კონტენტის დაკარგვა არ გინდათ, სოციალურ ქსელს Facebook თქვენთვის სასიხარულო სიახლე აქვს: დღეიდან Facebook-ზე ატვირთული ფოტოების ტრანსფერს Google Photos-ზე შეძლებთ. ამ უახლესი ფუნქციის საშუალებით სოციალურ ქსელში ფოტოსა თუ ვიდეოს გაზიარებისას, ავტომატურად მოხდება მისი ტრანსფერი Google Photos-ზე. აღნიშნული ფუნქცია 2020 წლის პირველი ნახევრიდან მთელი მსოფლიოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.
საქართველოში ევრაზიის სტარტაპ ჯილდოს რეგიონალური ფინალი ჩატარდა

პირველად საქართველოში ევრაზიის სტარტაპ ჯილდოს რეგიონალური ფინალი ჩატარდა. სპარკის თანაორგანიზებით 300-მდე საერთაშორისო ეკოსისტემის წარმომადგენელმა გრიბოედოვის თეატრში მოიყარა თავი. სპარკი თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია. თბილისის ბიზნეს აქსელერატორი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და ბიზნესის განვითარების სპეციალურ უფასო პროგრამებს სთავაზობს იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც რეგისტრირებული საწარმოები აქვთ ან უკვე ფუნქციონირებენ თბილისში.
ყვარელში ინოვაციური სტარტაპების ბანაკი გაიხსნა

ყვარელში სტუდენტებისთვის ინოვაციური სტარტაპების ბანაკი გაიხსნა. ბანაკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში STEM-ის შესახებ ცნობიერებისა და ცნობადობის გაზრდას. ლექციები ძირითადად დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის, რობოტიქსის, ინტერნეტის, ფინტექის საკითხებს.ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის ოთხ დღეს გაგრძელდება. ბანაკის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ოთხდღიანი “ბუთქემფი” მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
დღეს UG Startup Factory-ში გაიმართება Startup Talk-ის მორიგი შეხვედრა

2 დეკემბერს, 19:00 საათიდან 21:00 საათამდე UG Startup Factory-ში გაიმართება Startup Talk-ის მორიგი შეხვედრა, სადაც Pulsar AI-ის დამფუძნებლები ისაუბრებენ. “ქართულმა კომპანიამ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს, სილიკონ ველის ინვესტორებისგან $1.2-მილიონიანი ინვესტიცია მოიპოვა.დაფინანსების მოძიების წარმატებული რაუნდის შედეგად პულსარი პირველი ქართული სტარტაპი გახდა, რომელმაც სილიკონ ველის ენჯელ ინვესტორებისა და ფონდების ინვესტიციის მოპოვება შეძლო.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. […]
Apple რუკაზე ყირიმის რუსეთის ტერიტორიად მითითების საკითხს თავიდან, სიღრმისეულად განიხილავს

სულ რამდენიმე დღის წინ კომპანია „ეფლი“ რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიუთითა. „ეფლის“ ცვლილებას კიევში მწვავე კრიტიკით შეხვდნენ. “Apple-ს უკრაინის ტკივილი არ ადარდებს”, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნულ ფაქტს. როგორც კომპანია Apple-ის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა მომხმარებელი სისტემაში რუსეთის ტერიტორიიდან შედის. რადგან […]
მეცნიერების სფეროში საფრანგეთის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობა გრძელდება

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საფრანგეთის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობა გრძელდება – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, დიეგო კოლასთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის თქმით, მათი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობაა. შესაბამისად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობისათვის ახალი პროგრამის გამოცხადება იგეგმება, რაზეც ამ […]
იაპონიის კომპანია NTT Security-ის ექსპერტები სამეცნიერო – კვლევით პროცესში ჩაერთვებიან

იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია NTT Security-ის ექსპერტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო – კვლევით პროცესში ჩაერთვებიან. მიხეილ ჩხენკელმა კაზუ იოზავას დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი და უნივერსიტეტის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. კაზუ იოზავამ მზაობა გამოთქვა რომ NTT Security – ის წამყვანი სპეციალისტები კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად ჩაერთვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო – […]