სილქნეტი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს

სილქნეტი არალეგალური ფილმების გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს. “გვინდა ყველას ვთხოვოთ, რომ ერთად ავიმაღლოთ ხმა სხვათა უფლებების დასაცავად და ჩვენს საზოგადოებაში დავამკვიდროთ ისეთი ღირებულებები, როგორიც საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვაა. ერთად შევქმნათ ისეთ გარემო, სადაც პატივს ვცემთ და ვიცავთ ინტელექტუალურ საკუთრებას”, — ნათქვამია განცხადებაში. როგორც კომპანიაში ამბობენ, ბაზარზე ვებგვერდები ფილმებს არალეგალურად ავრცელებენ, ამ დროს კი, […]

ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის – 29 ნოემბრიდან

29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ყვარელში (იუსტიციის სასწავლო ცენტრი) იმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის. ბანაკის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში STEAM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება-დიზაინი, მათემატიკა) შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ლექციები ძირითადად დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის, რობოტიქსის,  ინტერნეტის, ფინტექის საკითხებს.  ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების შექმნაზე. ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და […]

YOUTUBE მომსახურების პირობებს ცვლის: რას მოიცავს ახალი ცვლილებები?

YOUTUBE მომსახურების პირობებს ცვლის. ამ ცვლილებების შესახებ შეტყობინება რეგისტრირებულ მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნათ.  ცვლილებების შედეგად, პლატფორმაზე ანგარიშის შესაქმნელად მკაცრად განისაზღვრა ასაკობრივი კატეგორია. ამასთანავე, YouTube მეტად გააკონტროლებს საავტორო უფლებების საკითხსაც.YouTube-ის ადმინისტრაციას შეუძლია წაშალოს ვიდეო, რომელიც  არ შეიცავს საკმარის სარეკლამო კონტენტს, ან თუ მონეტიზაცია არ არის ჩართული ვიდეოზე.

ჩინეთში 6G-ის დანერგვაზე მუშაობენ

სულ რამდენიმე დღის წინ ჩინეთში  მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა ორი სამეცნიერო ჯგუფის შექმნის შესახებ. ჩინეთის მთავრობამ 6G-ს სტანდარტის შესამუშავებლად სამეცნიერო ჯგუფი შექმნა და 6G ტექნოლოგიის შექმნაზე იწყებს მუშაობას.იმის მიუხედავად, რომ  პირველი ნოემბრიდან ჩინეთის უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორებმა China Unicom-მა, China Telecom-მა და China Mobile-მა მომხმარებელს რამდენიმე ქალაქში 5G ქსელი მიაწოდეს, ქვეყანაში უკვე გადაწყვიტეს, რომ 6G ტექნოლოგიაზე […]

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi გაიმართა. ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე ტექნოლოგიური კონფერენცია მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს მოიცავდა, რომლებზეც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპის მასშტაბით არსებულ ახალ მიღწევებზე და შესაძლებლობებზე. Startup Grind-ი თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს. ღონისძიებას 1 500-ზე […]

“აწარმოე საქართველოში“ სტენდი, ბერლინში გამართულ ღონისძიებაზეა წარმოდგენილი

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ სტენდი, ბერლინში გამართულ ღონისძიებაზეა წარმოდგენილი – European Manufacturing Strategies Summit. მიზანი საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს წარმოჩენაა. აღნიშნული ღონისძიება წარმოების სექტორში უმსხვილესია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო 15 წლის მანძილზე წარმოების სექტორში მოღვაწე კომპანიებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიებას 150 ქვეყნიდან 300-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია ესწრება.

XIAOMI-მ ორი 108 მეგაპიქსელიანი სმარტფონი დააანონსა

Mi CC9 Pro მხოლოდ ჩინეთის ადგილობრივი ბაზრისათვის იწარმოება, თუმცა სულ მალე საერთაშორისო ტექნოლოგიურ ბაზარზე, XIAOMI-ის მეორე იდენტური მოდელი – Mi Note 10 გაიყიდება, რადგან XIAOMI-მ 108 მეგაპიქსელიანი სმარტფონის ორი მოდელი ოფიციალურად დააანონსა. სმარტფონები ტექნიკური მახასიათებლებით თითქმის იდენტურია. მოდელები 2020 წელს გამოვა. CC9 Pro – ს ფასი 2,799 იუანი იქნება, რაც 400 ამერიკული დოლარია, ხოლო Mi […]

სმარტფონებს მენსტრუაციული ციკლის ახალი ემოჯი დაემატათ

Apple’s -ის ბოლო განახლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მენსტრუაციული ციკლის ახალი ემოჯია. Plan International UK-ის ციფრული სტრატეგიისა და განვითარების მენეჯერი კარმენ ბარლოუს თქმით, მენსტრუაციული ციკლის სიმბოლოს გამოყენება ყოველდღიურ დიალოგებში ჩვეულებრივ თემად აქცევს მას როგორც გამოცემა Independent წერს, მენსტრუაციული ციკლის ემოჯი ქალთა უფლებების დასაცავად დაწყებულ, Plan International-ის გლობალურ კამპანიას მოჰყვა.

დეპრესიასთან ბრძოლაში ინოვაციური ყურსასმენი დაგეხმარებათ

დიდ ბრიტანეთში ახლა უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ყურსასმენი, რომელიც დეპრესიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. Flow Neuroscience– ის მიერ შექმნილი მოწყობილობა, პირველი ტვინის სტიმულაციის ტექნოლოგიაა ევროპაში, რომელიც იყენებს მცირე ელექტროენერგიას, თავის ტვინის წინა ნაწილის აქტივობის მანიპულირებისთვის. მოწყობილობა გამოიყენება ვირტუალური თერაპიის აპლიკაციასთან ერთად. დეპრესიის წამლების გარეშ მკურნალობა ახლა უკვე შესაძლებელია, თუმცა ეს ყველაფერი არც ისე იაფი დაგიჯდებათ. ყურსასმენი, რომელსაც 6 […]

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო TechSummit- ს მასპინძლობს

დღეს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო TechSummit- ს მასპინძლობს. 2018 წელს მიღწეული შედეგების გათვალისწინებით 2019 წელს დაგეგმილმა ღონისძიებამ საერთაშორისო ხასიათი შეიძინა და მასში მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. „TechSummit”- ის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოლოგიური მეწარმეობის გაერთიანება (FPT) და პოლონეთის საინვესტიციო და ვაჭრობის სააგენტო (PAIH).